30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს - რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ ბარში? - კვირის პალიტრა

30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს - რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ ბარში?

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"