"არის რაღაც საკითხები, სადაც გაჩუმება დანაშაულია..." - მამა საბა დათა თავაძის სპექტაკლზე, რომელსაც სკანდალი მოჰყვა, ვიდეომიმართვას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"არის რაღაც საკითხები, სადაც გაჩუმება დანაშაულია..." - მამა საბა დათა თავაძის სპექტაკლზე, რომელსაც სკანდალი მოჰყვა, ვიდეომიმართვას ავრცელებს

მამა საბა დათა თავაძის სპექტაკლზე ვიდეომიმართვას ავრცელებს:

"ყველას მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი თეატრის დასმას, რომელიც თავის თავს სამეფო უბნის თეატრს უწოდებს და კონკრეტულმა რეჟისორმა, დათა თავაძემ დადგა სპექტაკლი, რომელსაც "თავისუფლება", "ლიბერტე" უწოდა. ეს მნიშვნელოვანია სხვათა შორის, თავისუფლება რომ უწოდა, იმიტომ, რომ მათ ასე ესმით და ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, როგორ გაუკუღმართებულად ესმით ადამიანებს დღეს თავისუფლება.

წარმოუდგენელი ღვთის გმობა ვიხილეთ. ჩემთვის ყველაზე მძიმე იცით რა არის, იმაზე მეტად ეს სპექტაკლი რომ არსებობს და გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გაეცნენ სცენარს, ხომ შესთავაზეს მსახიობებს, რომ შენ ეს როლი უნდა ითამაშო და ტექსტი ისწავლეს, ყველაზე მძიმე ის არის, რომ სპექტაკლს მაყურებელი ჰყავს" - ამბობს ვიდეომიმართვაში მამა საბა.

"ვნახე კადრები და ამ ადამიანებს მინდა ვკითხო" - რას ამბობს მამა შალვა კეკელია დათა თავაძის სპექტაკლზე და რა ისტორიას იხსენებს?