"მოქალაქეებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ერთმა მეორეს დანით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები" - რა დეტალები ხდება ცნობილი 30 წლის მამაკაცის მკვლელობაზე?
თბილისში, "რატის ბარში“ გამთენიისას მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლეს 30 წლამდე ახალგაზრდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც Ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლითაა აღძრული.Ambebi.ge-ს ინფორმაციით, მოქალაქეებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ერთმა მეორეს დანით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები.
ბრალდებული დაკავებულია.