„დავიძინე და რომ გავიღვიძე უკვე პოპულარული ბიჭი ვიყავი“ - კვირის პალიტრა

„დავიძინე და რომ გავიღვიძე უკვე პოპულარული ბიჭი ვიყავი“

10 წლის გი­ორ­გი კორ­კო­ტაშ­ვი­ლის ვი­დე­ომ, რო­მე­ლიც ან­სამ­ბლ "შავ­ნა­ბა­დას" ბავ­შვთა გუნდთან ერ­თად კა­ხურ შა­ი­რებს ას­რუ­ლებ­და, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­ი­ა­რა. სიმ­ღე­რა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში სა­ღა­მოს გა­ვი­და, ბი­ჭუ­ნამ მე­ო­რე დი­ლით უკვე ცნო­ბილ­მა გა­იღ­ვი­ძა. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბით აავ­სეს პა­ტა­რა სო­ლის­ტი, რო­მე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა: "ყვე­ლა მი­რე­კავ­და და მი­ლო­ცავ­და. ხალ­ხმა უცებ გა­მიც­ნო".

ნინო ას­პა­ნა­ძე, გი­ორ­გი კორ­კო­ტაშ­ვი­ლის დედა:

- გი­ორ­გი თა­ვი­დან­ვე იყო სიმ­ღე­რით­ გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა მოს­წონ­და. ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვილ­ზეა შეყ­ვა­რე­­ბუ­ლი. 6 წლი­სამ მისი ბი­ოგ­რა­ფია დე­ტა­ლუ­რად იცო­და. ინ­ტერ­ნეტ­ში იქექებოდა, ინ­ფორ­მა­ცი­ა რომ მოეძიებინა. ახ­ლაც, ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლის სიმ­ღე­რა ტე­ლე­ფონ­ში აქვს და ძი­ლის წინ იავ­ნა­ნა­სა­ვით უს­მენს. ყვე­ლა­ზე მე­ტად უხა­რია, რომ "შავ­ნა­ბა­და­ში" ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც არი­ან.

გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კარ­დე­ნახ­ში ვცხოვ­რობ­დით და გურ­ჯა­ა­ნის სიმ­ღე­რის ჯგუფ­ში, ბა­ტონ ილია და­თუ­აშ­ვილ­თან მი­ვიყ­ვა­ნე. მა­შინ 7 წლის იყო. მას­წავ­ლე­ბელს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. მერე რუს­თავ­ში გადმოვედით, და­ვით ცინ­ცა­ძის შე­სა­ხებ ვი­ცო­დით და მას­თან მივიყვანეთ. თით­ქმის ერთი წე­ლია, რაც "შავ­ნა­ბა­დას" ბავ­შვთა გუნდშია. ბა­ტონ­მა და­ვით­მა ჯერ მო­სამ­ზა­დე­ბელ ჯგუფ­ში ჩა­რი­ცხა, შემ­დეგ გა­მო­ცა­და, მო­ე­წო­ნა და ბავ­შვთა გუნდში გა­და­იყ­ვა­ნა.

სიმ­ღე­რა იმ­დე­ნა­დ უყვარს, რომ მგო­ნია, ვიდ­რე ასე­თი მონ­დო­მე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თავი არ უნდა და­ა­ნე­ბოს.

გი­ორ­გი კორ­კო­ტაშ­ვი­ლი:

- 6 წლის ვიყავი, ცეკ­ვიდან სახ­ლში დავ­ბრუნ­დი, მა­მა­ჩე­მი და მე­ზო­ბე­ლი ქე­ი­ფობ­დნენ და ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლის სიმ­ღე­რა მო­მა­ს­მე­ნი­ნეს. ნამ­ღერ­მა შოკ­ში ჩა­მაგ­დო. იმის მერე ვრთავ­დი“კა­ხურ ნა­ნას, ვუს­მენ­დი და ვი­ძი­ნებ­დი. ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლი ჩემ­თვის იმის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია, გუ­ლით რო­გორ უნდა იმ­ღე­რო. სა­ო­ცა­რი მომ­ღე­რა­ლი იყო, იშ­ვი­ა­თი ხმა ჰქონ­და. მისი "სატ­რფი­ა­ლო" ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს.

"რა­ნი­ნა­ზე" სო­ლო­ებს არ­ჩევ­დნენ და მეც მო­ვინ­დო­მე ვიმ­ღე­რებ რა­მეს-მეთ­ქი. ვაკო ასა­თი­ან­მა ამას იმ­ღე­რე­ბო და გა­მიშ­ვეს ონი­სე კახ­ნი­აშ­ვილ­თან (სო­ლის­ტებს ას­წავ­ლის). ტექ­სტი მეშ­ლე­ბო­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ნელ-ნელა ვა­მუ­შა­ვებ­დი. ეს სიმ­ღე­რა რომ გა­ვა­კე­თე, დე­დას და­უ­რე­კეს და უთხრეს, "რუს­თა­ვი 2"-ის პრო­ექ­ტში "გული მღე­რის"“გი­ორ­გი უნდა გა­მო­ვი­დე­სო...

- რო­გორც ჩანს, "შავ­ნა­ბა­და­ში" კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გყავს...

- კი, ვაკო ასა­თი­ა­ნი კარ­გი ადა­მი­ა­ნია, ამი­ტო­მაც მი­ხა­რია “"შავ­ნა­ბა­და­ში"“მის­ვლა. ამუ­შა­ვებს სიმ­ღე­რებს და გვას­წავ­ლის, მერე დათო ცინ­ცა­ძე ფორ­მებ­ში სვამს ჩვენს ნამ­ღერს... "შავ­ნა­ბა­და" ჩემი პირ­ვე­ლი სახ­ლია.

რუს­თა­ვის 25-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე­ხუ­თე კლას­ში ვსწავლობ. მიყ­ვარს სწავ­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბუ­ნე­ბა, მა­თე­მა­ტი­კა, ქარ­თუ­ლი... და კი­დევ ძველ მო­ნე­ტებს ვაგ­რო­ვებ. ყვე­ლა­ზე ძვე­ლი მო­ნე­ტა1888 წლი­საა.

- ყი­დუ­ლობ ამ მო­ნე­ტებს?

- მო­ნე­ტა შე­ნით უნდა იშო­ვო, იპო­ვო. ნა­ყი­დი მო­ნე­ტის ფასი კა­პი­კია... ძი­რი­თად სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ვპო­უ­ლობ. მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კუ­ლი მან­ქა­ნე­ბი რომ ჩა­მოჰ­ყავთ, ხე­ლოს­ნებ­თან ხომ მიჰ­ყავთ, ჰოდა, ხე­ლოს­ნე­ბი მან­ქა­ნი­დან ყვე­ლა­ფერს ჰყრი­ან. მაგ ად­გი­ლებ­ში ვპო­უ­ლობ ხოლ­მე. უკვე 50-ზე მეტი მო­ნე­ტა მაქვს. პა­პაც აგროვებდა მო­ნე­ტე­ბს, რომ მა­მა­ჩემს და­უ­ტო­ვა კო­ლექ­ცია და მამა კი­დევ ამა­ტებს... ძა­ლი­ან ძველ მო­ნე­ტებს თუ ვპო­უ­ლობ, სო­ფელ­ში მი­მაქვს და იქ ვი­ნა­ხავ ყუთში.

- სა­ინ­ტე­რე­სო გა­ტა­ცე­ბა გქო­ნია... სპორ­ტი არ გიყ­ვარს?

- ფეხ­ბურ­თი მიყ­ვარს, მე­კა­რე ვარ. ჭი­და­ო­ბა­ზე დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ გა­მო­ვე­დი, აღარ მომ­წონ­და. დე­და­ და მა­მა­ სულ მე­უბ­ნე­ბი­ან, სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე უნდა ჩა­ა­ბა­რო, ისე­თი მო­ნა­ცე­მე­ბი გაქ­ვსო. მე მსა­ხი­ო­ბო­ბა არ მინ­და, სიმ­ღე­რა მირ­ჩევ­ნია...

- გი­ორ­გი, ამ სიმ­ღე­რის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბა, და თბი­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი შენ­თვის რას ნიშ­ნავს?

- დავიძინე და რომ გავიღვიძე უკვე პოპულარული ბიჭი ვიყავი. ხალ­ხს ისე მოეწონა ჩემი ნამღერი, რომ საქებარ სიტყვებს არ იშურებდა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი, ვინც ჩემს სიმ­ღე­რას მო­უს­მი­ნა. სა­ღა­მოს ეთერ­ში გა­ვი­და, დი­ლით რომ გა­ვიღ­ვი­ძე, ყვე­ლა მი­რე­კავ­და, - რა კარ­გია, რა კარ­გად მღე­რიო. მე­სი­ჯებს რომ ვკი­თხუ­ლობ­დი, გული მით­ბე­ბო­და. "ტიკ-ტოკ­ზე" ჩემს სიმ­ღე­რას ეწე­რა "ქარ­თუ­ლი გენი". სიხარულისგან გადავირიე ვი­ღა­ცამ ვი­დე­ო­ში რომ ჩამ­სვა.