“როგორც კი “MEGOBARI აქტს” მოეწერება ხელი, საქართველოში დაიწყება უპრეცედენტო ცვლილებები“ - რას ამბობს ია ფარულავა პოლიტიკაზე - კვირის პალიტრა

“როგორც კი “MEGOBARI აქტს” მოეწერება ხელი, საქართველოში დაიწყება უპრეცედენტო ცვლილებები“ - რას ამბობს ია ფარულავა პოლიტიკაზე

“ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის ჯერ კი­დევ დე­კემ­ბრის თვი­დან, რო­დე­საც მე ვსა­უბ­რობ­დი “MEGOBARI აქ­ტზე“. ბევ­რმა არც იცო­და რა არის ეს აქტი, მაგ­რამ ახლა დავ­დე­ქით იმ რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე, რომ აქტს ერთი ხელ­მო­წე­რა­ღა სჭირ­დე­ბა - პრე­ზი­დენ­ტის ხელ­მო­წე­რა­ღა სჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ დამ­ტკიც­დეს და გახ­დეს კა­ნო­ნი,“ - ამის შე­სა­ხებ მე­დი­ას­თან ია ფა­რუ­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც “MEGOBARI აქ­ტის მხარ­და­სა­ჭერ მსვლე­ლო­ბა­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

მისი თქმით, დო­ნალდ ტრამ­პი სა­ქარ­თვე­ლოს არ მი­ა­ტო­ვებს და აქტს აუ­ცი­ლებ­ლად მო­ა­წერს ხელს.

“ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც კი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში რად­გა­ნაც ეს აქტი მო­ი­ცავს ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ზე­გავ­ლე­ნის ჩახ­სნას, ირა­ნის და კრემ­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზე­გავ­ლე­ნის ჩახ­სნას.

რო­გორც კი „MEGOBARI აქტს” მო­ე­წე­რე­ბა ხელი, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყე­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტო ცვლი­ლე­ბე­ბი.

დო­ნალდ ტრამ­პი არ მი­ა­ტო­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს, რად­გა­ნაც ის არის სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბა­რი და ამე­რი­კა იყო, არის და იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი,“ - გა­ნა­ცხა­და ია ფა­რუ­ლა­ვამ მსვლე­ლო­ბი­სას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად, მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი 14:00 სა­ათ­ზე სად­გუ­რის მო­ედ­ნის, ავ­ლაბ­რის და „დე­ლი­სის“ მეტ­რო­სად­გუ­რებ­თან შე­იკ­რიბ­ნენ, რის შემ­დე­გაც მეტ­რო­თი ახ­მე­ტე­ლის მეტ­რო­სად­გურ­თან გა­და­ი­ნაც­ვლეს. შემ­დეგ კი ახ­მე­ტე­ლის მეტ­რო­სად­გუ­რი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს შე­ნო­ბამ­დე მარ­ში გა­მარ­თეს.

ისი­ნი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ.

ვიდეო იხილეთ ბმულზე