ავღანეთში ჭადრაკი რელიგიური შეხედულებების გამო აიკრძალა - რას წერს მედია - კვირის პალიტრა

ავღანეთში ჭადრაკი რელიგიური შეხედულებების გამო აიკრძალა - რას წერს მედია

ავ­ღა­ნე­თის სათ­ნო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და მან­კი­ე­რე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ ქვე­ყა­ნა­ში ჭად­რა­კი გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით აკ­რძა­ლა.

სა­ა­გენ­ტომ ასე­ვე და­შა­ლა ავ­ღა­ნე­თის ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცია.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია „რე­ლი­გი­უ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის“ და სათ­ნო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და მან­კი­ე­რე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მიერ და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო.

khaama-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ა­დას­ტუ­რეს სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და გან­მარ­ტეს, რომ სა­ნამ რე­ლი­გი­ურ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხე­ბი არ მო­ი­ძებ­ნე­ბა, სპორ­ტი აკ­რძა­ლუ­ლი იქ­ნე­ბა.

სათ­ნო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და მან­კი­ე­რე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ თა­მაშს „ჰა­რამ“ (აკ­რძა­ლუ­ლი) უწო­და.

გა­ურ­კვე­ვე­ლია, რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ეს პო­ლი­ტი­კა.

წყა­რო