"ღარიბაშვილმა ვენაში ჩააკითხა და... დღეს ირაკლი კოდუა, იქნებოდა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი" - რას ჰყვება ნანუკა ჟორჟოლიანი?
ნანუკა ჟორჟოლიანმა ვრცელ, გულახდილ ინტერვიუში ვიკა ბუკიას გადაცემაში "ფილტრის გარეშე" მრავალ აქტუალურ თემაზე ისაუბრა, თუმცა დასაწყისში ყურადღება დაეთმო წარსულის იმ "შლეიფს", რომელიც ტელეწამყვანს ყოფილი მეუღლის, ერეკლე კოდუას გამო გასდევს.
ინტერვიუს ამ ნაწილში საუბრობს საკუთარ განცდებზე. ამბობს, რომ საზოგადოების მხრიდან მის მიმართ არსებობს ორმაგი სტანდარტი და პასუხისმგებლობას სთხოვენ, როგორც ყოფილი მეუღლის წარსულზე, ასევე მის ჟურნალისტურ საქმიანობაზე.
საუბრისას ნანუკა შეეხო ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის დეტალებსაც და აღნიშნა, რომ ისინი 2015 წლიდან დღემდე, პრაქტიკულად, არ აქვთ კონტაქტი.
"ნაციონალური მოძრაობის" ფაქტორი ძალიან მძაფრია და მათ შორის იმ ადამიანის გვარიც, ვისაც ჩემი წარსული უკავშირდებოდა. ეს არ ყოფილა პირობითად გაბიტაშვილი, რომელიც ხვალ შეიძლება არავის ახსოვდეს.
რადგან ჟურნალისტი ვიყავი, ვჩანდი, ასმაგად უფრო მთხოვენ და ბრაზდებიან ჩემზე...
ორივე პრობლემაა, ისიც, თუ ვისი ცოლი ვიყავი და ისიც, მე რასაც ვაკეთებდი. ოდიოზურია მისი გვარი და ლოგიკურია ეს დამოკიდებულება და მეორე მხრივ სამართლიანი მოთხოვნა და ბრაზი აქვთ, მთხოვენ წინა ხელისუფლების პირობებში როცა ვიჩაგრებოდი, შენ მე არ მიცავდიო... ამან როგორ უნდა გამაღიზიანოს. მე მაღიზიანებს წულუკიანი რომ მიკითხავს მორალს, წილოსანი, რომელიც არის ოლიგარქის შვილი და იყო ყველა ეტაპზე ყველა მთავრობის დროს და არ მსმენია მისი დახმარების შესახებ სხვა ადამიანების მიმართ. წაიკითხეთ ვრცლად