"ვე­რა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ეს ტკი­ვი­ლი რო­გორ­ღაც ჩა­ვაქ­როთ. არ ქრე­ბა, მას საშ­ვე­ლი არ აქვს" - აქტუალურ კითხვებს პასუხობს მევლუდ მელაძე - კვირის პალიტრა

"ვე­რა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ეს ტკი­ვი­ლი რო­გორ­ღაც ჩა­ვაქ­როთ. არ ქრე­ბა, მას საშ­ვე­ლი არ აქვს" - აქტუალურ კითხვებს პასუხობს მევლუდ მელაძე

"პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვიუ“ - "და­უს­ვი შე­კი­თხვა“ - ambebi.ge-ს სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლევთ, შე­კი­თხვა და­უს­ვათ თქვენ­თვის სა­სურ­ველ და სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­ულ რეს­პონ­დენტს (ცნო­ბილ თუ უც­ნობ ადა­მი­ანს). შე­კი­თხვის დას­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია ambebi.ge-ს კო­მენ­ტა­რე­ბის ველ­ში ან ჩვენ­სა­ვე "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე“.

ამ­ჯე­რად თქვენს დას­მულ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მრბო­ლელ­მა, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა მევ­ლუდ მე­ლა­ძემ

გთა­ვა­ზობთ გა­და­ცე­მი­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს. სრუ­ლად კი გა­და­ცე­მის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე.

- რამ­დე­ნად მოქ­მე­დებს ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა სა­ჭის მარ­თვი­სას, რო­გო­რია თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და რა რა­ო­დე­ნო­ბის სას­მელს გა­უ­წევ­დით რე­კო­მენ­და­ცი­ას სა­ჭეს­თან დაჯ­დო­მის წინ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რს აინ­ტე­რე­სებს ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი. ელი­ან ალ­ბათ, რომ რა­ღაც დაშ­ვე­ბას გა­ვა­კე­თებ, მაგ­რამ არა­ნა­ირ რე­კო­მენ­და­ცი­ას არ გა­ვუ­წევ არა­ნა­ირ ალ­კოჰოლს და მის მი­ღე­ბას. როცა სა­ჭეს­თან ნას­ვა­მი ვსხედ­ვართ, ასე­ვე დაღ­ლი­ლიც კი, - ეს მო­მარ­თუ­ლი ია­რა­ღია, რო­მე­ლიც რო­დის ამოქ­მედ­დე­ბა, კაც­მა არ იცის. ერთი შეც­დო­მა, ერთი გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ნი­უ­ან­სიც კი სა­ბო­ლოო ჯამ­ში შე­საძ­ლოა ფა­ტა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდეს.

- რა­ტო­მაა მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბა ფუ­ლის სა­შოვ­ნელ დაზ­გად ქცე­უ­ლი? არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში მსგავ­სი არა­ფე­რი ხდე­ბა...

- მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა ინ­სტრუქ­ტო­რებ­თან, ვინც უშუ­ა­ლოდ მან­ქა­ნის მარ­თვას ას­წავ­ლის და ვიცი, მარ­თვის მოწ­მო­ბის ასა­ღე­ბად რო­გო­რი რთუ­ლია გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა. არა იმი­ტომ, რომ მარ­თვა არ იცი­ან, არა­მედ, რა­ღაც ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბია შექ­მნი­ლი, რაც, ჩემი აზ­რით, არას­წო­რია.

- ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რი ვი­ყა­ვი, რომ გა­მოც­დე­ბი ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი­ყო, რაც სწო­რია. ცი­ვი­ლურ სამ­ყა­რო­ში ყველ­გან ასეა, მაგ­რამ არა იმ ფორ­მით, რო­გორც ახლა არის... გა­მო­საც­დე­ლი პი­რის­გან უნდა ვე­ლო­დეთ იმას, რე­ა­ლუ­რად იცის თუ არა მარ­თვა ქა­ლა­ქი­სა და მა­გის­ტრა­ლის სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და არა ის, რომ მას ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბი შე­ვუქ­მნათ, რომ ვერ ჩა­ა­ბა­როს გა­მოც­და. ჩემი აზ­რით, ბევ­რი ისე­თი ნი­უ­ან­სია, რაც არას­წო­რია... მოკ­ლედ, ის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ახლა არ­სე­ბობს, არ არის კარ­გი, მაგ­რამ მისი შეც­ვლა ჩემს ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა.

- ბა­ტო­ნო მევ­ლუდ, მა­ინ­ტე­რე­სებს, გარ­კვე­ულ ად­გი­ლებ­ში, რო­დე­საც შუქი ქრე­ბა და შუქ­ნიშ­ნე­ბი არ მუ­შა­ობს, სა­ცო­ბე­ბი არაა. რა გა­მო­დის, იქ შუქ­ნი­შა­ნი ზედ­მე­ტია?

- ასეთ ექ­სპე­რი­მენტს ჩა­ვა­ტა­რებ­დი, - შუქ­ნიშ­ნებს სა­ერ­თოდ გა­მოვ­რთავ­დი და და­ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, ბუ­ნებ­რი­ვად იქ რო­გორ ხდე­ბა მოძ­რა­ო­ბა. ყვე­ლამ ვი­ცით, რო­დე­საც შუქი არ არის და შუქ­ნიშ­ნე­ბი არ მუ­შა­ობს, სა­ცო­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს, ან მხო­ლოდ მცი­რე შე­ფერ­ხე­ბაა. ეს უსაფრ­თხო არ არის, მეტი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია, მაგ­რამ კარ­გი მა­გა­ლი­თია იმის­თვის, რომ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შუქ­ნიშ­ნე­ბი გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობ­დეს. დაკ­ვირ­ვე­ბა გა­მორ­თულ შუქ­ნიშ­ნებ­ზე მოგ­ვცემ­და ზუს­ტი ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, თუ რო­გო­რი სის­ტე­მით შე­იძ­ლე­ბა გავ­მარ­თოთ შუქ­ნიშ­ნე­ბი.

რიგ ად­გი­ლებ­ში მათ სა­ერ­თოდ გა­ვა­უქ­მებ­დი და დავ­ყოფ­დი შრე­ე­ბად, გზებს ერ­თმა­ნეთს ავაც­დენ­დი. ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე და ავ­ტო­მო­ბი­ლი ერ­თმა­ნეთ­თან სა­ერ­თოდ რომ არ გა­დაკ­ვე­თი­ლიყ­ვნენ. ამის მა­გა­ლი­თი ევ­რო­პა­ში არა­ერ­თია, ევ­რო­პულ მა­გა­ლი­თებს მო­ვი­ტან, რად­გან საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბა ყველ­ზე დახ­ვე­წი­ლად მა­ინც ევ­რო­პა­შია. წაიკითხეთ ვრცლად