"ახლაც მაკანკალებს..." - რა ვიდეოს ავრცელებს თათია სულუაშვილი? - კვირის პალიტრა

"ახლაც მაკანკალებს..." - რა ვიდეოს ავრცელებს თათია სულუაშვილი?

მსახიობი თათია სულუაშვილი "ტიკ-"ტოკზე" ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ზოგჯერ ნაცნობ ადამიანებს ვერ ცნობს.

"მოკლედ, სერიოზულად მეშინია ჩემი თავის, ოღონდ მართლა, არ ვიცი, მარტო მე მაქვს ასეთი პრობლემა და მარტო მე მემართება, თუ არსებობენ ადამიანები, იგივე პრობლემით. სამსახურში მოვდიოდი, გზაში შემხვდა ერთი გოგონა, ისე მომიკითხა, რომ უფლება არ მქონდა მეკითხა, რომელი ხარ-მეთქი და მეც ჩავერთე ამ თამაშში. სამი წუთი ვილაპარაკეთ, ოღონდ ისეთი უხერხულობა მქონდა, რომ მეკითხა.... ხალხო, მეშინია, რისი ბრალია ეს ყველაფერი", - ამბობს ვიდეომიმართვაში მსახიობი.