იჩუქებს თუ არა ტრამპი „მფრინავ სასახლეს“ არაბებისგან ანუ როგორ „გადააგდო“ „ბოინგმა“ ტრამპი მეორედ, „ბორტი ნომერ ერთთან“ დაკავშირებით...
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ ამერიკიდან ახალო აღმოსავლეთში გამოფრინდა, რა თქმა უნდა „ბორტი ნომერ ერთად“ წოდებული „ბოინგით“, სწორედ იმ თვითმფრინავით, რომლის სასწრაფო შეცვლა ტრამპს გაპრეზიდენტებისთნავე სურდა, ოღონდ ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობის პერიოდში და ცნობილ ამერიკულ აეროკოსმოსურ კორპორაცია „ბოინგს“ თეთრმა სახლმა ორი ახალი Air Force One (VC-25B)-ი ჯერ კიდევ 2018 წელს შეუკვეთა...

და რაოდენ დიდი იქნებოდა ტრამპის გულისწყრომა, როდესაც 2025 წელს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მეორედ შესულმა შეიტყო, რომ „ბოინგს“ ორი ახალი „ბორტი ნომერი ერთის“ მოდერნიზაცია ჯერ კიდევ არ დაუმთავრებია, უფრო მეტიც, ამას მხოლოდ 2029 წლისთვის თუ მოასწრებს ანუ მაშინ, როდესაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მართველობის ვადა ამოიწურება...
ძნელი სათქმელია, თუ რატომ გაეჭიმა „ბოინგს“ თავისივე წარმოებული ორი ჩვეულებრივი სამგზავრო Boeing- 747-8I-ის გადაკეთება საპრეზიდენტო თვითმფრინავებად (რომლებიც თავდაპირველად რუსულ ავიაკომპანია Трансаэро-ს ჰქონდა შეკვეთილი, მაგრამ მისი გაბანკროტების შემდეგ ორივე თვითმფრინავი ამერიკაში დარჩა), ისე, რომ უკვე 2 მლრდ დოლარის ზარალშიც კი აღმოჩნდა, მაგრამ აქ საქმე ალბათ სწორედ იმ მაღალი დონის ამერიკულ ბიუროკრატიაშია, რისი ჩამოშლის პირობაც დადო ტრამპმა პრეზიდენტად მეორედ არჩევის წინ.

Boeing 747-8-ის ბაზაზე შექმნილი „მფრინავი სასახლე“, რომლის „ჩუქებასაც“ ტრამპი კატარელებისაგან აპირებს...
ასეა თუ ისე, ტრამპს ისევ ბაიდენის „ბოინგებით“ უწევს ფრენა, რითაც ძალიან უკმაყოფილოა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპს საკუთარი და ძალზე მდიდრულად გაწყობილი ორძრავიანი Boeing-757-იც ჰყავს და მისი ძალზე კომფორტული სალონიდან გადაჯდომა იმ „ბორტ ნომერ ერთზე“, რომელიც ბაიდენს ემსახურება, ძალიანაც არ ეპიტნავება...
თუმცა, ყველაფერი სულ რამდენიმე საათში შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს, ოღონდ არა იმიტომ, რომ „ბოინგის“ მფლობელებს ტრამპის შეეშინდათ და სასწრაფოდ გაუმზადეს ახალი საპრეზიდენტო თვითმფრინავი, არამედ იმიტომ, რომ ტრამპმა შეიძლება „იჩუქოს“...
დიახ, იჩუქოს „მფრინავი სასახლე“ კატარის ხელისუფლებისგან და ის თავის საპრეზიდენტო თვითმფრინავად აქციოს!

კატარის „მფრინავი სასახლე“ Boeing 747-8-ის ბაზაზეა შექმნილი და ის 400 მლნ დოლარმდე ღირს, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულად გაწყობილი სალონი აქვს.
ის,რომ აშშ-ის კანონები კრძალავენ ასეთი ძვირი საჩუქრის მიღებას პრეზიდენტების მხრიდან, ტრამპს სულაც არ ანაღვლებს-მე დავფრინავ 40 წლის წინ გამოშვებული „ბორტი ნომერ ერთით“, „ბოინგმა“ თავი ვერ მოაბა ჩემს მიერ ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ გაცემული ბრძანების შესრულებას ახალი „ბორტი ნომერ ერთის“ ორი თვითმფრინავის გადაკეთებაზე. ნახეთ როგორი თვითმფრინავებით დაფრინავენ არაბი შეიჰები, ჩემს თვითმფრინავთან შედარებით ისინი თითქოს სხვა პლანეტიდან არიან.შეიძლება მოვიქცე სულელურად და უარი ვთქვა-ჩვენ ვერ მივიღებთ უფასო თვითმფრინავს,მაგრამ ამერიკაც ხომ ბევრ ჩუქნის, ამიტომაც ამ „მფრინავ სასახლეს“ ჩვენ მივიღებთ... - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა და დაამატა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ის, ამ 450 ტონიანი „ბოინგით “აღარ იფრენს და მას საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დააყენებს, როგორც ეს რეიგანმა თავისი „ბორტო ნომერ ერთის“ შემთხვევაში გააკეთა...

სულ რამდენიმე საათში საბოლოოდ გაირკვევა იჩუქებს თუ არა 400 მლნ-იან „მფრინავ სასახლეს“ კატარელებისგან ტრამპი და თუკი ასეც მოხდა ის, მალევე ვერ გადაჯდება მასზე, რადგან აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურს მოუწევს ნაჩუქარი „მფრინავი სასახლის“ სრული დაშლა შესაძლო მოსამენი აპარატურის აღმოსაჩენად და ასევე სპეციალური რადიოელექტრონული აპარატურის დასაყენებლად, რადგან აშშ-ის პრეზიდენტების „ბორტი ნომერი ერთი“ ასევე წარმოადგენს საჰაერო მართვის ცენტრსაც ბირთვული ომის დაწყების შემთხვევაში...