“ტვ პირველის” ინფორმაციით, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს ტვინის შერყევა აქვს - კვირის პალიტრა

“ტვ პირველის” ინფორმაციით, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს ტვინის შერყევა აქვს

“ტვ პირ­ვე­ლის” კო­რეს­პონ­დენ­ტმა მა­რი­ამ მა­კა­სა­რაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის დროს მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის შე­დე­გად ტვი­ნის შერ­ყე­ვა მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას “ტვ პირ­ვე­ლი” ავ­რცე­ლებს.

მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მა­რი­ამ მა­კა­სა­რაშ­ვი­ლის გა­მოკ­ვლე­ვე­ბის პა­სუ­ხი ცოტა ხნის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტი, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა."ტვ პირ­ვე­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჟურ­ნა­ლისტ მა­რი­ამ მა­კა­სა­რაშ­ვილს ყო­ფი­ლი ვიცე გუ­ბერ­ნა­ტო­რის, გი­ორ­გი შინ­ჯი­კაშ­ვი­ლის მა­მამ სა­ხე­ში მუშ­ტი ჩა­არ­ტყა. ჟურ­ნა­ლისტს თა­ვი­სა და თვა­ლის არე­ში ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი აღე­ნიშ­ნე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ქვე­მო ქარ­თლში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი შინ­ჯი­კაშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ შინ­ჯი­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს. რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­დად­გა.

ფაქ­ტზე სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა მოკ­ვლე­ვა უკვე და­ი­წყო.