“გიჟს ვგავარ, ჩემი 18 წლის ლაშას მკვლელმა, ახლა ბარში 18 წლის ბიჭი მოკლა, მანამდე ბარმენი დაჭრა“ - რა ხდება ცნობილი მკვლელზე, რომელმაც “რატის ბარში“ ახალგაზრდა მოკლა
ორი დღის წინ, 11 მაისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის ერთ-ერთ ბარში დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა.
მოკლულია 18 წლის ალეკო შაკიაშვილი. სასტიკი მკვლელობა დილის საათებში მოხდა. ერთი ვერსიით, ალეკომ დამნაშავეს ბარში შემთხვევით მხარი გაკრა, ამას მოყვა საქმის გარჩევა და ეს უმძიმესი დანაშაული. როგორც ამბობენ, სისხლიანი ანგარიშსწორება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. დამნაშავემ ახალგაზრდას ყელის არეში და სხეულის სხვა ადგილებში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ი.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1980 წელს დაბადებული რ.პ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.
ანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო რ.პ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურამ თბილისში “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით, ხოლო მეორე პირს - დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინა.
საზარელ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება ი.გ.- ის მიერ მოკლული ახალგაზრდის ლაშა რუბაშვილის დედა. როგორც დოდო მაისაძე წერს, წლების წინ ივანე გიგლემიანმა მისი 18 წლის შვილი - ლაშა მოკლა, ასევე დაჭრილი ჰყავს ბარმენი.
“მაპატიეთ, მაპატიეთ ჩემო კარგო ადამიანებო ორი დღეა გიჟს ვგავარ.