"18 ტყვიით, სადისტურად მომიკლა შვილი...18 წელი და 6 თვე აპატიეს, ასე გამოვიდა ციხიდან" - რას ჰყვება 2008 წელს მოკლული ბიჭის დედა? - კვირის პალიტრა

"18 ტყვიით, სადისტურად მომიკლა შვილი...18 წელი და 6 თვე აპატიეს, ასე გამოვიდა ციხიდან" - რას ჰყვება 2008 წელს მოკლული ბიჭის დედა?

18 წლის ბი­ჭის, ალე­კო შა­კი­აშ­ვი­ლის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძი­ე­ბენ. და­ნა­შა­უ­ლი "რა­ტის ბარ­ში" ორი დღის წინ მოხ­და. ძა­ლოვ­ნებ­მა და­ნა­შა­უ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლად გახ­სნეს და ცნო­ბი­ლია, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი ივა­ნე გიგ­ლე­მი­ა­ნი. სწო­რედ გიგ­ლე­მი­ან­მა მი­ა­ყე­ნა და­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი ახალ­გაზ­რდა ბიჭს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

ამ და­ნა­შა­უ­ლის თვითმხილ­ვე­ლია გიგ­ლე­მი­ა­ნის ნა­თე­სა­ვიც, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ბრალ­დე­ბუ­ლის გვერ­დით ზის. ის შე­ეს­წრო ფაქტს, რის შემ­დეგ ქუ­ჩა­ში და­ტო­ვეს დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა და მი­ი­მალ­ნენ. 45 წლის რატი პა­კე­ლი­ან­საც და­ა­დეს ძა­ლოვ­ნებ­მა ხელ­ბორ­კი­ლე­ბი, მას პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბა. ორი­ვე მათ­განს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა სა­სა­მარ­თლომ დღეს შე­ე­ფარ­და.

ორი­ვე და­კა­ვე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა სა­სა­მარ­თლომ შე­უ­ფარ­და.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ გიგ­ლე­მი­ან­მა, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ ბარ­ში სტუმ­რად ყოფ­ნი­სას, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ამა­ვე ბარ­ში მყო­ფი, 2006 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ალე­კო შა­კი­აშ­ვი­ლი ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ბიჭი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. გააგრძელეთ კითხვა