შენ იცი, მთავარია გჯეროდეს - თიბისის გზავნილი ახალ თაობას - კვირის პალიტრა

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს - თიბისის გზავნილი ახალ თაობას

ახა­ლი თა­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, ბოლო ზარი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გარ­დამ­ტე­ხი დღეა.

ბოლო ზარი - ეს მხო­ლოდ ცხოვ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბუ­ლი ეტა­პი კი არა, უპირ­ვე­ლე­სად, ახ­ლის და­სა­წყი­სია. წინ მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა - სავ­სე გა­მოწ­ვე­ვე­ბით, შან­სე­ბით, თავ­გა­და­სავ­ლე­ბით, სირ­თუ­ლე­ე­ბი­თა და გა­მარ­ჯვე­ბე­ბით. გვჯე­რა, რომ ეს ის მო­მენ­ტია, როცა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ძა­ლე­ბის რწმე­ნა, რად­გან არ არ­სე­ბობს არა­ფე­რი, რაც არ გა­მო­ვა - მთა­ვა­რია, გჯე­რო­დეს.

თი­ბი­სის ახა­ლი ბრენდ პლატ­ფორ­მი­თა და გზავ­ნი­ლით - „მთა­ვა­რია გჯე­რო­დეს“ - გვსურს, ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით ვი­ყოთ ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტებ­ში, როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღე­ბენ, რომ ახალ მი­ზანს და გზას უნდა მი­უ­ძღვნან თავი.

ახა­ლი თა­ო­ბის­თვის, სწო­რედ, ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გარ­და­მა­ვა­ლი ეტა­პის­თვის - ბოლო ზა­რის­თვის შევ­ქმე­ნით ბრენ­დი­რე­ბუ­ლი პე­რან­გე­ბი, რომ­ლის იდე­აც ახა­ლი თა­ო­ბის (და არამ­ხო­ლოდ) საყ­ვა­რელ სპორ­ტსმენ­თან - გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ით და­ი­ბა­და. პე­რან­გებ­ზე და­ტა­ნი­ლია გი­ორ­გის ხელ­ნა­წე­რი “მთა­ვა­რია გჯე­რო­დეს” და მისი ავ­ტოგ­რა­ფი.

ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბის - თი­ბი­სი x გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი - ფარ­გლებ­ში, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ახა­ლი თა­ო­ბის მხარ­და­ჭე­რა; იმ თა­ო­ბი­სა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლია, რო­მე­ლიც თა­ვად ქმნის მო­მა­ვალს.

პე­რან­გი - ყვე­ლა­ზე სიმ­ბო­ლუ­რი და ძვირ­ფა­სი ნივ­თია ბოლო ზარ­ზე. მას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ხდის ბოლო ზა­რის დღეს მი­ღე­ბუ­ლი სურ­ვი­ლე­ბი. ამ დღის სა­მახ­სოვ­როდ, სწო­რედ, პე­რან­გი გრჩე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა.

“არა­უ­შავს, თუ ყვე­ლა კი­თხვა­ზე ჯერ არ გაქვს პა­სუ­ხი. შენ იცი, რაზე ოც­ნე­ბობ და რა გინ­და მთე­ლი გუ­ლით, მთა­ვა­რია გჯე­რო­დეს! წინ დიდი აღ­მო­ჩე­ნე­ბი და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი გე­ლო­დე­ბა“ - ასე­თია თი­ბი­სის გზავ­ნი­ლი ახა­ლი თა­ო­ბის­თვის.

ბრენ­დი­რე­ბუ­ლი პე­რან­გე­ბის ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა თი­ბი­სის ფი­ლი­ა­ლებ­ში, შემ­დეგ ქა­ლა­ქებ­ში გან­თავ­სდე­ბა: თბი­ლი­სი, ქუ­თა­ი­სი, ბა­თუ­მი, ფოთი, ზუგ­დი­დი, თე­ლა­ვი, გურ­ჯა­ა­ნი, ლა­გო­დე­ხი, ახალ­ცი­ხე, ბორ­ჯო­მი და ბოლ­ნი­სი. და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი კი, ელექტრო­ნუ­ლი რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ, შეძ­ლე­ბენ თი­ბი­სის ბოლო ზა­რის სა­ჩუქ­რის ფი­ლი­ა­ლე­ბი­დან გა­ტა­ნას.

R