"ათასი პრეტენზია შეიძლება გქონდეს ირაკლი ოქრუაშვილთან, მაგრამ ფაქტია, რომ მაგარი ვაჟკაცია ბიჭია" - რას წერს ალეკო ელისაშვილი ოქრუაშვილის დაკავებაზე
"ათასი პრეტენზია შეიძლება გქონდეს ირაკლი ოქრუაშვილთან, მაგრამ ფაქტია, რომ მაგარი ვაჟკაცია ბიჭია", - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
" უკრაინაში ერთ ქვედანაყოფში ვიყავით და ერთ შენობაში რამდენიმე კვირა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, საბრძოლო დავალებაზე რომ გავიდა მისი ჯგუფი. ირპენში, წინა ხაზზე იბრძოდა და უკან არაფერზე დაუხევია. გირაოს არ გადახდის გამო დაჭერის არ შეეშინდება - ეგ ვიცი ზუსტად, ქვეყანა კიდევ ჩრდილო კორეისკენ მიექანება, ფაქტია", - წერს ელისაშვილი.