68 წლის პენსიონერმა ცხინვალის რეჟიმის ე.წ. შს მინისტრი ჯოხით სცემა - კვირის პალიტრა

68 წლის პენსიონერმა ცხინვალის რეჟიმის ე.წ. შს მინისტრი ჯოხით სცემა

68 წლის პენსიონერი ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შს მინისტრს ალან გუჩმაზოვს თავს დაესხა. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ტელეგრამ-კანალ "საპა ცხინვალზე" დაყრდნობით ავრცელებს.

გუჩმაზოვი ჯავის რაიონში შეხვედრას მართავდა. მან ერთ-ერთ ადგილობრივს შენიშვნა მისცა, რომ სხვებისთვის ხელი არ შეეშალა. საპასუხოდ, პენსიონერმა ჯოხი რამდენჯერმე დაარტყა.

პენსიონერი დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს. ე.წ. შსს ამტკიცებს, რომ თავდამსხმელი მთვრალი იყო.