"თავის დროზე ოქრუაშვილი ცდილობდა 21 წლით გამოვეკეტე ციხეში და ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ჩემი დასაცავი გახდებოდა როდესმე" - რას წერს გიორგი თავდგირიძე
"ოცნება" და "ოცნების" ლიდერებო, რომ იბრიქებით, თავის დროზე ცრუ ბრალდებით, ოქრუაშვილი ცდილობდა 21 წლით გამოვეკეტე ციხეში და ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ჩემი დასაცავი გახდებოდა როდესმე", - ამის შესახებ სამხედრო ანალიტიკოსი გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს.
"რაც შეეხება ოქრუაშვილს, მისი და სხვა პოლიტპატიმრების ბედს, უკვე დაკავებულების და მომავალში დასაკავებლების, მათი თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია ერთობის - როგორც დიდი საპროტესტო მოძრაობის წარმატებულ ბრძოლაზე. დავამარცხებთ რეჟიმს, აღარ გვეყოლება პოლიტპატიმრები, დავმარცხდებით, საქართველო გახდება ერთი დიდი გულაგის ზონა. გამოსავალი რეჟიმის ჩამოშლაშია. ბრძოლა გრძელდება, შემოგვიერთდით ერთობაში. ერთად სწრაფად გავიმარჯვებთ", - წერს თავდგირიძე.