ბრიტანელმა სტუდენტმა, რომელიც საქართველოში 14 კილოგრამი კანაფის კონტრაბანდისთვის დააკავეს, სასამართლოს განუცხადა, რომ ორსულადაა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?
ბრიტანელმა სტუდენტმა, რომელიც საქართველოში 14 კილოგრამი კანაფის კონტრაბანდისთვის დააკავეს, სასამართლოს განუცხადა, რომ ორსულადაა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმებისას, მის სამგზავრო ჩანთაში, 12 კილოგრამამდე "მარიხუანა" და 2 კილოგრამი "ჰაშიში" აღმოაჩინეს. ისინი ჰერმეტულად დაფასოებულ პაკეტებში იყო გადანაწილებული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 18 წლის ბრიტანეთის მოქალაქეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის. ახლა მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, სადაც ექიმები მისი განცხადებების სისწორეს დაადგენენ. წაიკითხეთ ვრცლად