200 ლარი ქეშბექი ავიაბილეთებზე - სტუდიო ლიბერთის კამპანია Top|Card Black Edition-ის მომხმარებლებისთვის - კვირის პალიტრა

200 ლარი ქეშბექი ავიაბილეთებზე - სტუდიო ლიბერთის კამპანია Top|Card Black Edition-ის მომხმარებლებისთვის

სტუდიო ლიბერთიმ და Mastercard-მა პრემიუმ საკრედიტო ბარათი, Top|Card Black Edition სულ ახლახანს წარუდგინეს მომხმარებლებს. ბარათის სპეციალური შეთავაზებების ფარგლებში, პირველი პარტნიორია ონლაინ პლატფორმა TKTFLY.GE.

კამპანიის პირობების თანახმად, ტოპ|ქარდის Black Edition-ის მფლობელები tktfly.ge-ზე ავიაბილეთების ბარათით შეძენისას, 2025 წლის 13 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ:

· 200 ლარიანი ქეშბექი

· საფასურის გადანაწილება 3 თვეზე უპროცენტოდ (ეფექტური 0%)

დეტალური ინფორმაცია ბარათის აღებასა და კამპანიის შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: studioliberty.ge

Top|Card Black Edition, Mastercard-ის პირველი World Black Edition ბარათია საქართველოში და აერთიანებს ფინანსურ მოქნილობასა და პრემიუმ სამოგზაურო სერვისებზე წვდომას. ბარათის მფლობელებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია:

10 უფასო Lounge Key ვიზიტი (1200+ ლაუნჯში მსოფლიოს მასშტაბით, ბრუნვის მიუხედავად)10 Fast Track სერვისი საერთაშორისო აეროპორტებში1GB FlexiRoam მობილური ინტერნეტი საჩუქრად + 15% ფასდაკლება დამატებით მეგაბაიტებზესამოგზაურო დაზღვევა — მათ შორის რეისის გადადების, ბარგის დაკარგვისა და სხვა შემთხვევებისთვისTop|Card Black Edition ხელმისაწვდომია მხოლოდ სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებისთვის. ლიბერთის სტანდარტული Top|Card-ის მფლობელები, სტუდიო ნაკრების შეძენისთანავე შეძლებენ Black Edition-ით სარგებლობას. ხოლო მათ, ვისაც ჯერ არ აქვს Top|Card, შეუძლიათ მარტივად გახდნენ სტუდიოს წევრები და წინასწარ დაიმტკიცონ სასურველი ლიმიტი ბარათზე.

R