"თინა ბოკუჩავა მინდა პრეზიდენტად ან პრემიერად, საღოლ, ვანო მერაბიშვლის ბონუსიც რომ მიამატა თან" - რას წერს ია ფარულავა
"თინა ბოკუჩავა - ყველაზე კერკეტი კაკალი ქალი პოლიტიკაში", - ამის შესახებ ია ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.
"ზუსტად თინა მინდა პრეზიდენტად ან პრემიერ მინისტრად, რადგან ამ სიფრიფანა და ნაზმა გოგომ ყველას თამაში გაშიფრა და ამ თამაშ-თამაშით ვაშინგტონამდეც ჩავიდა. ესეც შენი სამი კაკალი კონკიასთვის. საღოლ, ვანო მერაბიშვლის ბონუსიც რომ მიამატა თან", - წერს ფარულავა.