"არასდროს მოვერიდები ძალის გამოყენებას, თუ ეს აუცილებელია აშშ-ის ან ჩვენი პარტნიორების დასაცავად" - დონალდ ტრამპი - კვირის პალიტრა

"არასდროს მოვერიდები ძალის გამოყენებას, თუ ეს აუცილებელია აშშ-ის ან ჩვენი პარტნიორების დასაცავად" - დონალდ ტრამპი

როგორც პრეზიდენტის, ჩემი პრიორიტეტია კონფლიქტების დასრულება და არა მათი დაწყება, მაგრამ მე არასდროს მოვერიდები ძალის გამოყენებას, თუ ეს აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატების ან ჩვენი პარტნიორების დასაცავად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კატარში, ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე ვიზიტის დროს განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ჯარისკაცების მადლობა გადაუხადა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ძალების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„როდესაც საფრთხე გვემუქრება, ამერიკის სამხედროები ჩვენს მტრებს უპასუხებენ ამაზე ფიქრის გარეშე. ჩვენ გვაქვს დაუძლეველი და დამანგრეველი ძალა. ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ალ-უდეიდის საჰაერო ბაზა ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ომების დროს მთავარი საწვრთნელი ბაზა იყო, სადაც ამჟამად დაახლოებით 8 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"