ყოფილი პარლამენტარის შვილთაშვილი, რომელიც დედასთან ერთად სოციალურ სახლში ცხოვრობს - ახალი დეტალები საქართველოში დაკავებულ ბრიტანელ სტუდენტზე
MailOnline-ის ცნობით, ბრიტანელი სტუდენტი, რომელსაც საქართველოში 12 კილოგრამამდე კანაფის კონტრაბანდაში ადანაშაულებენ, დიდი ბრიტანეთის “ლეიბორისტული პარტიის“ გარდაცვლილი პარლამენტის წევრის შვილიშვილია.
შეგახსენებთ, რომ 18 წლის ბელა მეი კალი თბილისის აეროპორტში დააკავეს. შემოწმებისას, მის სამგზავრო ჩანთაში, 12 კილოგრამამდე "მარიხუანა" და 2 კილოგრამი "ჰაშიში" აღმოაჩინეს. ისინი ჰერმეტულად დაფასოებულ პაკეტებში იყო გადანაწილებული.
ამ კვირის დასაწყისში სტუდენტი საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა, სადაც განაცხადა, რომ ორსულად იყო და შემდეგ დუმილის უფლება გამოიყენა.
როგორც მედია წერს, ბრიტანეთის ყოფილი პარლამენტის წევრის, ფრენკ კუკის შთამომავალია, რომელიც 2012 წელს, 76 წლის ასაკში, ფილტვის კიბოს დიაგნოზის დასმიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. გააგრძელეთ კითხვა