ცნობილია მტკვარში მანქანის გადავარდნის დროს გადარჩენილი ახალგაზრდის ვინაობა - კვირის პალიტრა

ცნობილია მტკვარში მანქანის გადავარდნის დროს გადარჩენილი ახალგაზრდის ვინაობა

ზუგდიდის ერთ-ერთი კერძო სკოლა Gurtskaia Gymnasium - ჯიჯი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც 14 მაისს მტკვარში ჩავარდნილი მგზავრებიდან ერთადერთ გადარჩენილზე წერს.

როგორც ირკვევა იგი გიორგი თოლორაიაა და სწორედ აღნიშნულ სკოლაში სწავლობდა.

კერძო სკოლა დაღუპულის ახლობლებს უსამძიმრებს და მწუხარებას გამოთქვამს.