როგორ დახვდნენ რონალდინიოს საქართველოში - რა ვიდეოს ავრცელებს კახი კალაძე
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდინიო თბილისშია. სპორტსმენის საქართველოში ჩამოსვლის კადრებს კახი კალაძე ავრცელებს სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, Sports Orient-ის ორგანიზებით თბილისს ლეგენდარული ბარსელონა სტუმრობს!
კატალონიური გრანდი საქართველოს დედაქალაქში ზუსტად 10 წლის შემდეგ დაბრუნდა. GEO 11-ისა და Barça Legends-ის ამხანაგურ შეხვედრას 16 მაისს დინამო არენა უმასპინძლებს.
გულშემატკივარი მოედანზე მათთვის საყვარელ ფეხბურთელებს იხილავს. მათ შორის მთავარი ვარსკვლავი - 2005 წლის ოქროს ბურთის მფლობელი, რონალდინიო იქნება.