ძალადობის და გაუპატიურების 13 წელი - ფი დიდის მეგობარი ქალის გამაოგნებელმა ჩვენებამ საზოგადოება კვლავ აალაპარაკა - კვირის პალიტრა

ძალადობის და გაუპატიურების 13 წელი - ფი დიდის მეგობარი ქალის გამაოგნებელმა ჩვენებამ საზოგადოება კვლავ აალაპარაკა

12 მაისს ნიუ-იორკში რეპერის, შონ კომბსის, იგივე ფი დიდის, საქმის მოსმენა დაიწყო. რეპერის წინააღმდეგ მისმა ყოფილმა მეგობარმა ქალმა ჩვენება მისცა და წარმოუდგენელი დეტალების შესახებ ისაუბრა. კესი ვენტურა და ფი დიდი ერთმანეთს 2018 წლამდე ხვდებოდნენ. ვენტურა რეპერის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

როგორც ცნობილია, კესი ვენტურა რეპერს 19 წლის ასაკში შეხვდა. იმ დროს ფი დიდი 37 წლის იყო და მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლებოდა. გოგონა რეპერის ქარიზმითა და სტატუსით მოიხიბლა, მალევე მის ლეიბლთან - Bad Boy Records კონტრაქტი გააფორმა და სადებიუტო სტუდიური ალბომი - Cassie გამოუშვა.

სამსახურებრივი ურთიერთობა რომანტიკულ ურთიერთობაში მალევე გადაიზარდა. ისინი ოფიციალურად არასდროს დაქორწინებულან, თუმცა 13 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. როგორც აღვნიშნეთ, წყვილი 2018 წელს დაშორდა.

2019 წელს მომღერალი ფიტნესის ინსტრუქტორზე, ალექს ფაინზე დაქორწინდა. ახლა მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ და მესამე შვილზეა ორსულად. ქალი შემოქმედებით საქმიანობას აგრძელებს, მონაწილეობს სატელევიზიო შოუებსა და სერიალებში. თუმცა, როგორც თავად ამბობს, წარსულის ტრავმებთან გამკლავებას დიდი დრო დასჭირდა.

ცოტახნის წინ 8 თვის ორსულმა სასამართლოში ფი დიდის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, რაც არაერთ წარმოუდგენელ დეტალს ამჟღავნებს.

შეგახსენებთ, რომ რეპერს უამრავი ადამიანი სექსუალურ ძალადობასა და ადამიანებით ვაჭრობაში ადანაშაულებს. ეს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და ამავდროულად, მასშტაბური საქმეა. ფი დიდი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა მოწმეები, მათ შორის, კესი ვენტურა, საპირისპიროს ამტკიცებენ.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტო/ვიდეო