"ჩემს 14 წლის შვილს 42 წლის მთვრალმა კაცმა ლუდის ბოთლით თავი გაუტეხა..." - რას ჰყვება თეონა კონტრიძე
თეონა კონტრიძე ინსტაგრამზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჰყვება, როგორ შეძლო სასამართლოს გზით სამართლიანობას ეზეიმა და ციხეში ჩაესვათ კაცი, რომელმაც მისი ოჯახის წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მომღერლის თქმით, 42 წლის მამაკაცმა სამი წლის წინ, მის მოზარდ შვილს, გიორგის, თავი ბოთლით გაუტეხა. სასამართლო პროცესი წლები გაგრძელდა.
"დამნაშავეს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს! ეს იყო ურთულესი პროცესი. სამი წლის წინ, ჩემს 14 წლის შვილს, 42 წლის მთვრალმა კაცმა ლუდის ბოთლით თავი გაუტეხა. ის მაშინვე არ დაუსჯიათ და პირობითი სასჯელი მისცეს, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო. მეგონა, საქმე იმდენად აშკარა იყო, რომ სასამართლო თვითონ მოაგვარებდა, თუმცა აუცილებელი აღმოჩნდა კვალიფიციური ადვოკატის დახმარება" – აღნიშნა მომღერალმა. გააგრძელეთ კითხვა