(VIDEO) "მადლობა უფალს, რომ ეზოში არავინ იყო! იმდენი თხარეს, სანამ ეს არ მოხდა" - რა კადრები ვრცელდება დიდი დიღმიდან? - კვირის პალიტრა

(VIDEO) "მადლობა უფალს, რომ ეზოში არავინ იყო! იმდენი თხარეს, სანამ ეს არ მოხდა" - რა კადრები ვრცელდება დიდი დიღმიდან?

"ყველა წესების დარღვევით ცდილობენ, ააშენონ აქ 18-სართულიანი კორპუსი. გვერდზე კორპუსის მაცხოვრებლებმა უარი უთხრეს ბინების გაყიდვაზე და იძულების წესით უპირებენ დაატოვებინონ ბინები. მადლობა უფალს, რომ ეზოში არავინ იყო, რადგან მანდ სულ ბავშვები თამაშობენ. 2 დღეა უთხრიან საძირკველს, იმდენი თხარეს, სანამ ეს არ მოხდა" - ამის შესახებ მოქალაქე სოციალურ ქსელში ანონიმურად წერს და დიდი დიღმიდან ვიდეოკადრებს აქვეყნებს. წყარო