"მიხარია, რომ ბევრ ახალგაზრდას ვხედავ დღეს აქ..." - ცოტნე ივანიშვილი ოჯახის სიწმინდის დღეზე - კვირის პალიტრა

"მიხარია, რომ ბევრ ახალგაზრდას ვხედავ დღეს აქ..." - ცოტნე ივანიშვილი ოჯახის სიწმინდის დღეზე

ოჯა­ხის სიწ­მინ­დის და მშობ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ქაშ­ვე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში პა­რაკ­ლი­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

პა­რა­ლე­ლუ­რად, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ქაშ­ვე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან.

პა­რაკ­ლი­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­მე­ბის ტაძ­რის­კენ სა­ზე­ი­მო მსვლე­ლო­ბას მო­ა­წყო­ბენ.

პარ­ლა­მენ­ტთან მი­ვი­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟი, ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვი­ლი:

"მე პი­რა­დად, რო­გორც ახალ­გაზ­რდას ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ბევრ ახალ­გაზ­რდას ვხე­დავ დღეს აქ... იმის­თვის რომ ვიზ­რუ­ნოთ ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ნა­თელ მო­მა­ვალ­ზე, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და პა­ტი­ვი ვცეთ ჩვენ ოჯა­ხებს და მშობ­ლებს. ყვე­ლა­ზე მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახალ­გაზ­რდე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა დღეს. მე მჯე­რა, რომ ზუს­ტად ახალ­გაზ­რდებს შე­უძ­ლი­ათ ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით და პა­ტი­ვის­ცე­მით იზ­რუ­ნონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნა­თელ მო­მა­ვალ­ზე" - გა­ნა­ცხა­და ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვილ­მა.წყარო