შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ოჯახებით... - ვისთან ერთად ესწრებოდნენ პოლიტიკოსები ოჯახის სიწმინდის დღეს (ფოტოები) - კვირის პალიტრა

შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ოჯახებით... - ვისთან ერთად ესწრებოდნენ პოლიტიკოსები ოჯახის სიწმინდის დღეს (ფოტოები)

ოჯა­ხის სიწ­მინ­დის და მშობ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ქაშ­ვე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში პა­რაკ­ლი­სი მე­უ­ფე შიომ აღავ­ლინა.

mdinaradzeojaxit-51625-1747490451.jpg

პა­რაკ­ლისს დაეს­წრო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი და რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო, ისე აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ამ დღესთან დაკავშრებით ქალაქებში მოეწყო საზეიმო მსვლელობაც.

"უნდა მივმართოთ ადამიანებს, რომლებიც თავისი შეხედულებების გამო არ შეუერთდნენ მსვლელობას, ისინი უნდა გავიხსენოთ სიყვარულით და უნდა ვუსურვოთ, რომ მომავალში, ხვალ, გაიზიარონ ფასეულობები, რომელთა გარშემოც დღევანდელი ერთობა შეიკრიბა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

მისი თქმით, ტრადიციული ფასეულობებისთვის ბრძოლა გრძელდება და „ეს ბრძოლა არ არის იოლი“.

meufe-shio-1747489156.png

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებით ძალიან სასიკეთო და ქმედითი, გაბედული ნაბიჯები გადადგა. ვგულისხმობ, შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ და ასევე, გენდერული იდენტობის ცნების ამოღებას კანონებიდან", - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის ეკლესიაში ქადაგების დროს განაცხადა.

ojaxissiwminde-51632-1747490451.jpg

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა.

yavelashvilikobaxidze-51637-1747490637.jpg

ფო­ტო­ე­ბი: გი­ორ­გი ჟა­მე­რაშ­ვი­ლი, ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი