"პოლიციაში მივიდა და აღიარებითი ჩვენება დაწერა" - მიხეილ ხუბუტიამ ყოფილ შეყვარებულზე ძალადობა აღიარა? - რას წერს რუსული მედია
მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ხუბუტიამ ყოფილ შეყვარებულზე ძალადობა აღიარა - ერთი თვის წინ, ხუბუტია იულია ვანის სახლში შეიჭრა, რომელიც მდებარეობს ოდინცოვოს რაიონის სოფელ ტრეხგორკაში და თავს დაესხა მას. ამ დროს მეზობელ ოთახში პატარა გოგონას, დაზარალებულისა და ექს-მინისტრის საერთო ქალიშვილი, ეძინა.
ცემისა და ყვირილის გაგების შემდეგ, ბავშვის ძიძამ სახლში პოლიცია გამოიძახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ვანი მძიმე მდგომარეობაში, თითქმის უგონო მდგომარეობაში იპოვეს, ქალი, კლინიკაში გადაიყვანეს, ხუბუტია დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, თუმცა შემდეგ პოლიციას თავად ჩაბარდა.
"ეჭვმიტანილი პოლიციაში მივიდა და აღიარებითი ჩვენება დაწერა" - წერს რუსული მედია. გააგრძელეთ კითხვა