"პირველი წუთები უმძიმესი იყო... ქიმიოთერაპიაზე წვეულების კაბებით დავდიოდი" - ქალი, რომელმაც მძიმე სენზე გაიმარჯვა
"საკუთარ თავს გამარჯვებულ პაციენტს ვუწოდებ. თუმცა კიბომდე სიცოცხლე არ მიხაროდა, დეპრესიაც წამოვიდა, მაგრამ ის, რაც უკვე კიბომ ჩემს ცხოვრებაში მოიტანა, ტრაგედია აღარ ყოფილა" - ამბობს გამარჯვებული პაციენტი მეგი თედეევი. გადატანილს ახლად დაბადების პროცესი დაარქვა. მეგი თედეევი ამჟამად "ევროპა დონა საქართველოს" და კავკასიის ონკოსაზოგადოება "ჰოუფის" ბორდის წევრია.
ის თავისი გამარჯვებისა და ახლად დაბადების ამბავს გვიყვება:
- პანდემიის პერიოდი იყო, ჩემი დიაგნოზის შესახებ რომ გავიგე - მარცხენა ძუძუს ავთვისებიანი კარცინომა დამისვეს. პირველი სტადია იყო. ხელით გასინჯვისას როგორც კი ვიგრძენი უცხო სხეული, ვიყოჩაღე და მალევე წავედი, რომ გამეგო, რა იყო... საერთოდ მომთმენი ვარ, მაგრამ ეს იყო ის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც დროული, სწრაფი რეაგირება მქონდა. სანამ ექიმთან წავიდოდი, მანამდე სახლში ვთქვი, არაფერი იქნება საშიშიო, - მითხრეს. მეგობრებსაც ვუთხარი, ექიმთან ვაპირებ წასვლას-მეთქი, მათაც დამამშვიდეს, ცუდი რა უნდა იყოსო?! ექიმთან შიშით არ წავსულვარ, უბრალოდ დადგენა და გამორიცხვა მინდოდა. კლინიკაში მარტო მივედი. ცუდის მოლოდინი არ მქონდა, მაგრამ ექიმისგან რომ გამოვედი და დიაგნოზი გავიგე, შოკისგან ტირილი დავიწყე. კაბინეტთან ქალბატონები ისხდნენ და დამამშვიდეს. მეუბნებოდნენ, - ნუ გეშინია და მანდ დაშვების დონეზე დავუშვი, რომ მორჩა, ეს არის დასასრული-მეთქი. პირველი წუთები უმძიმესი იყო.
- ალბათ მარტო არ უნდა წასულიყავით...
- კი, ჩემს მაგალითზე ყველას მოვუწოდებ, რომ ასეთ დროს არ შეიძლება ექიმთან მარტო წასვლა. მე უბრალოდ შევძელი და ვმართე იმ მომენტში თავი, ხელში ავიყვანე, თუმცა რთული იყო, უმწეობა და მარტოსულობა - მაგ დროს ეს განცდა მოვიდა. თან კიბოს შესახებ ცნობიერებაც არ მქონდა. გააგრძელეთ კითხვა