ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ტურნირის ფინალში გავიდა
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბორდოს გრუნტის საფაროვანი ჩელენჯერის ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი, ნიდერლანდელი ტალონ გრიკსპური ორ სეტში, 6-4, 6-0 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც ფრანგ ჯოვანი მპეტში პერიკარდს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, ნიკოლოზმა ტურნირზე ასევე ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი, ფრანგი ქუენტინ ჰალისი და ამერიკის სახელით მოასპარეზე ბრენდონ ნაკაშიმა დაამარცხა.
ცნობისთვის, ბასილაშვილისა და პერიკარდის დაპირისპირება ხვალ, 18 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. წყარო