"კვარამ" ლიგა 1 დუბლით დახურა - პსჟ-მ "ოსერს" თამაში შემოუტრიალა - კვირის პალიტრა

"კვარამ" ლიგა 1 დუბლით დახურა - პსჟ-მ "ოსერს" თამაში შემოუტრიალა

წინა მატჩებისგან განსხვავებით მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ოპტიმალური ძირითადი შემადგენლობა დააყენა. დედაქალაქელები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, თუმცა მომენტების შექმნა უჭირდათ. პირველმა მეტოქის კარში კვარაცხელიამ დაარტყა, მაგრამ ბურთს მეკარე ლეონი დაეუფლა. სტუმრებმა კი პირველივე შანსი გამოიყენეს, როდესაც დონარუმას კარი სინაიოკომ დალაშქრა. შემდეგ მენდეშმა საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში „პარი სენ ჟერმენი“ უკვე უფრო აგრესიულად უტევდა, რამაც შედეგი გამოიღო. ხვიჩას პასი დემბელემ ვერ გამოიყენა, რომელმაც ორი მეტრიდან ვერ უწია მიზანს. მერე კი „კვარამ“ შორიდან გაიტანა. ეს ჩემპიონატზე მისი მესამე, ყველა ტურნირზე კი მეხუთე გოლია. ცოტა ხანში ქართველის გადაცემულ ბურთს მეილიუმ ვერ მიუჩინა ადგილი ლეონის კარში. მერე მარკინიოსმა თავურით გაიტანა და „პარი სენ ჟერმენი“ დააწინაურა. მე-80 წუთზე მენდეშმა პენალტი მოიპოვა, მაგრამ რამუშის დარტყმული ბურთი ლეონმა მოიგერია. მალე "კვარამ" საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა, 88-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა. გააგრძელეთ კითხვა