"პსჟ" საფრანგეთის ჩემპიონია: ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის გამარჯვება ნიცასთან და პატარა დამიანესთან ერთად აღნიშნა - კვირის პალიტრა

"პსჟ" საფრანგეთის ჩემპიონია: ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის გამარჯვება ნიცასთან და პატარა დამიანესთან ერთად აღნიშნა

“პსჟ“ საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. “პარკ დე ფრენსზე“ გამ­რთულ შეხ­ვედ­რა­ში, ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ბრწყი­ნავ­და. მან ლიგა 1 დუბ­ლით და­ხუ­რა და "ოსერს" თა­მა­ში შე­მო­უტ­რი­ა­ლა.

ლიგა 1-ის ბოლო ტურ­ში პსჟ-მ სახ­ლში „ოსე­რი“ 3:1 და­ა­მარ­ცხა.

წინა მატ­ჩე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით მას­პინ­ძელ­თა გუნ­დის მწვრთნელ­მა ლუის ენ­რი­კემ ოპ­ტი­მა­ლუ­რი ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა. დე­და­ქა­ლა­ქე­ლე­ბი თა­ვი­დან­ვე და­ე­უფ­ლენ უპი­რა­ტე­სო­ბას, თუმ­ცა მო­მენ­ტე­ბის შექ­მნა უჭირ­დათ. პირ­ველ­მა მე­ტო­ქის კარ­ში კვა­რა­ცხე­ლი­ამ და­არ­ტყა, მაგ­რამ ბურთს მე­კა­რე ლე­ო­ნი და­ე­უფ­ლა. სტუმ­რებ­მა კი პირ­ვე­ლი­ვე შან­სი გა­მო­ი­ყე­ნეს, რო­დე­საც დო­ნა­რუ­მას კარი სი­ნა­ი­ო­კომ და­ლაშ­ქრა. შემ­დეგ მენ­დეშ­მა სა­ჯა­რი­მო­დან ბურ­თი ძელს გა­არ­ტყა და პირ­ვე­ლი ტა­ი­მი 0:1 დას­რულ­და.