"კეფის ძვალი აქვს გატეხილი, ხელოვნურ კომაშია, სიკვდილს ებრძვის“ - შსს-მ ბექა ონიანზე ძალადობის საქმეზე ერთი პირი დააკავა
16 მაისს, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ორ მამაკაცს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, ნაცემია ფუტსალის ფეხბურთელი ბექა ონიანი.
მისი ოჯახის წევრის ინფორმაციით, ონიანი ხელოვნურ კომაშია და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
პოლიციამ ბექა ონიანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი უკვე დააკავა.“თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.ტ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, ბრალდებულმა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად იძალადა 1998 წელს დაბადებულ ბ.ო.-ზე, რის შედეგად ბ.ო. წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. წაიკითხეთ ვრცლად