ვინ ესწრება ვატიკანში პაპ ლეო XIV-ის საინაუგურაციო წირვას? - კვირის პალიტრა

ვინ ესწრება ვატიკანში პაპ ლეო XIV-ის საინაუგურაციო წირვას?

ვა­ტი­კან­ში, წმინ­და პეტ­რეს მო­ე­დან­ზე პაპ ლეო XIV-ის ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­სად­მი მი­ძღვნი­ლი წირ­ვა და­ი­წყო.

პაპი ლეო XIV დღეს წმინ­და პეტ­რეს ბა­ზი­ლი­კის წინ, თა­ვის სა­ი­ნა­უ­გუ­რა­ციო წირ­ვას უხელ­მძღვა­ნე­ლებს, რაც მისი პა­პო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ და­წყე­ბას აღ­ნიშ­ნავს.

ცე­რე­მო­ნია ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით დი­ლის 10:00 სა­ათ­ზე (აღ­მო­სავ­ლე­თის დრო­ით დი­ლის 4 სა­ათ­ზე) და­ი­წყე­ბა და, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ათს გაგ­რძელ­დე­ბა. იგი მო­ი­ცავს წირ­ვას და რამ­დე­ნი­მე რი­ტუ­ალს.

ცე­რე­მო­ნი­ას ეს­წრე­ბი­ან ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ჯ.დ. ვენ­სი და სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მარ­კო რუ­ბიო, ასე­ვე უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი.

ინა­უ­გუ­რა­ცი­ას ეს­წრე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცია და მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი. მან ვა­ტი­კან­ში თა­ვი­სი ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გუ­შინ ამ­ცნო.

“დღეს, დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად, რომს ვეწ­ვიე. 18 მა­ისს, ვა­ტი­კა­ნის წმინ­და პეტ­რეს მო­ე­დან­ზე, მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­თან ერ­თად, რო­მის ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პა­პის, ლეო XIV-ის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნი­ას და­ვეს­წრე­ბი,“ - გა­ავ­რცე­ლა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა 17 მა­ისს. წაიკითხეთ ვრცლად