რას სთხოვს მიქაუტაძე ხვიჩა კვარაცხელიას ? - "კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - კვირის პალიტრა

რას სთხოვს მიქაუტაძე ხვიჩა კვარაცხელიას ? - "კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს"

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში გიორგი მიქაუტაძის "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "ანჟერი" 2:0 დაამარცხა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა, თუმცა დიდი შანსია, მათ ევროპა ლიგაზე გადაინაცვლონ, ყველაფერი კი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-იზე იქნება დამოკიდებული.

"ოლიმპიკმა" ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა, რაც კონფერენს ლიგაზე ასპარეზობის უფლებას იძლევა, მაგრამ 24 მაისს საფრანგეთის თასის ფინალი უნდა გაიმართოს, სადაც პსჟ-ის მეტოქე "რეიმსია". თუ პარიზელებმა ეს ტიტულიც მოიპოვეს, რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია, მაშინ ლიგა 1-იდან ევროტურნირებზე მე-7 ადგილიც (კონფერენს ლიგაზე "სტრასბურგი" იკავებს) გავა, მე-6 პოზიციაზე მყოფი "ლიონი" კი ევროპის რანგით მეორე ტურნირზე იასპარეზებს.

მიქაუტაძის გუნდისთვის კი ყველაფერი საბოლოოდ იდეალურად დასრულდა. ბოლო წუთებამდე მისი მთავარი კონკურენტი "სტრასბურგი" იყო, რომელიც თუ საშინაო მატჩში "ლე ავრთან" ქულას მაინც მოიპოვებდა, მაშინ ქართველის გუნდს ევროტურნირების მიღმა დატოვებდა. თავისი შეხვედრის დასრულების მერე გიორგი და მისი თანაგუნდელები კონკურენტის მატჩს სტადიონზე უყურებდნენ, მსაჯის დამატებულ მე-9 წუთზე კი "ლე ავრმა" პენალტი გაიტანა 2:3 იმარჯვა და "ლიონშიც" ძალიან გაიხარეს.

მიქაუტაძემ განაცხადა, რომ კვარას სთხოვს, საქმე გააკეთოს, "რეიმსი" დაამარცხოს და მის გუნდს ევროპის ლიგაზე გასვლაში დაეხმაროს და ხვიჩაც ამ ყოველივეს 24 მაისს ძალიან ეცდება.

წყარო