(VIDEO) დაბრუნება შედგა - ლაშა ბექაური ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ტატამიზე ოქროს მედლით დაბრუნდა, ლაშა ესპანეთში ევროპის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.
ბექაური ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და ავსტრიის სახელით გამომსვლელი ისლამჰანოვი რამდენიმე წამში იპონით დაამარცხა, შემდეგ ისევ რამდენიმე წამში და კვლავ იპონით ფრანგ იოან ბენეზრას სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ნიდერლანდელ ტიგო რენესს იუკოით აჯობა, ნახევარფინალში კი ბრაზილიეოი ჟოაო სეგატელე დაამარცხა.
ლაშამ ტურნირის ფინალში ესპანელი დანიელ ტრინიდად ნიეტო დაამარცხა.
ცნობისთვის, აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს სახელით მხოლოდ ლაშა ბექაური ასპარეზობდა. პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ლაშასთვის ესპანური ტურნირი პირველი შეჯიბრებაა, რომელშიც მან მონაწილეობა მიიღო. წყარო