ტრაგედია ნიუ-იორკში: მექსიკის სამხედრო გემი ბრუკლინის ხიდქვეშ ვერ გაეტია, შეჯახების შედეგად გემის ანძა გადატყდა, არიან დაღუპულები - კვირის პალიტრა

ტრაგედია ნიუ-იორკში: მექსიკის სამხედრო გემი ბრუკლინის ხიდქვეშ ვერ გაეტია, შეჯახების შედეგად გემის ანძა გადატყდა, არიან დაღუპულები

სულ მცი­რე ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და და­ახ­ლო­ე­ბით 20 და­შავ­და, რო­დე­საც მექ­სი­კის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბის სას­წავ­ლო გემი, რო­მელ­საც 277 მგზავ­რი გა­დაჰ­ყავ­და, შა­ბათ ღა­მით ნიუ-იორკში ბრუკ­ლი­ნის ხი­დის ქვე­და მხა­რეს შე­ე­ჯა­ხა, - აცხა­დე­ბენ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი.

დრა­მა­ტულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ ეჯა­ხე­ბა "კუ­ა­უ­ტე­მო­კის" ან­ძე­ბი ხი­დის ქვე­და მხა­რეს და იმ­ტვრე­ვა გე­მის ქვეშ გავ­ლი­სას, ნამ­სხვრე­ვე­ბი კი გემ­ბა­ნის­კენ ცვი­ვა. ინ­ცი­დენ­ტი ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 20:20 სა­ათ­ზე მოხ­და. გე­მის ხი­დის ქვეშ ვერ გა­ე­ტია და შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად ანძა გა­ტყდა და ნამ­სხვრე­ვე­ბი გე­მის გემ­ბან­ზე ჩა­მოც­ვივ­და. ნიუ-იორ­კის მერ­მა ერიკ ადამსმა გა­ნა­ცხა­და, რომ გემ­მა "ძალა და­კარ­გა" და ხიდს და­ე­ჯა­ხა. ქა­ლა­ქის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა მა­ნამ­დე გა­ნა­ცხა­დეს, რომ ინ­ცი­დენ­ტი შე­საძ­ლოა "მე­ქა­ნი­კურ­მა პრობ­ლე­მებ­მა" გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ ამ დრო­ის­თვის ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია წი­ნას­წა­რია. ეროვ­ნუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს.

მსხვერ­პლი: მერ­მა ადამსმა გა­ნა­ცხა­და, რომ ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად სულ მცი­რე ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა CNN-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ და­ღუ­პუ­ლი ორი ადა­მი­ა­ნი გე­მის ერთ-ერთი ან­ძი­დან ჩა­მო­ვარ­დნენ. ადამ­სის თქმით, 19 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ შო­რის ორი მძი­მედ. მექ­სი­კის სა­ზღვაო ძა­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ სულ 22 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, რო­მელ­თა­გან 19 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

20 წლის ამე­რი­კა ია­მი­ლეტ სან­ჩე­სი შა­ბათ ღა­მეს მომ­ხდა­რი კა­ტას­ტრო­ფის ორი გარ­დაც­ვლი­ლი­დან ერთ-ერ­თია, წარ­მო­შო­ბით მექ­სი­კის ქა­ლაქ ხა­ლა­პი­დან. რო­გორც ცნო­ბი­ლია, "კუ­ა­უ­ტე­მო­კის" ერთ-ერთ ან­ძა­ზე იდგა, რო­დე­საც გემს მე­ქა­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა, რა­მაც კა­პი­ტანს კონ­ტრო­ლი და­ა­კარ­გვი­ნა, ხოლო ისტ-რი­ვე­რის დი­ნე­ბამ ხი­დის­კენ წა­ი­ღო.

ხი­დის შე­სა­ხებ: ბრუკ­ლი­ნის ხიდს ხი­ლუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა არ მი­უ­ღია და ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად უვ­ნე­ბე­ლი დარ­ჩა. მოძ­რა­ო­ბა ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით დრო­ე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 40 წუ­თით იყო გა­და­კე­ტი­ლი, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­დგა.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტო/ვიდეო