"უკვე ყელში ამომივიდა!" - რამ გააბრაზა დონალდ ტრამპი: "რუსეთი ჩემს სანქციებს ვერ გაუძლებს და გაისრისება"
დონალდ ტრამპმა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვიზიტის დროს, ინტერვიუ მისცა ამერიკულ ტელეარხის „ფოქს ნიუსის“ (Fox News) პროგრამა „სოციალური რეპორტაჟის“ წამყვანს ბრეტ ბაიერს და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომზე და პუტინ-ზელენსკის სავარაუდo დიალოგის შესახებ ესაუბრა. ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნებულია სათაურით „ტრამპი აცხადებს, რომ პუტინი უკრაინასთან ომით „დაიღალა“.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- მისტერ ტრამპ, როგორ უძლებთ ასეთ დაძაბულ ვიზიტს, ამდენ მოლაპარაკებებს?
- არ ვიცი, ალბათ, ყველაფერი გენეტიკაშია. დედ-მამა ძალიან ძლიერი ადამიანები მყავდნენ, ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლეს და დიდებულად იცხოვრეს. მე პირადად ზედიზედ ვაწყობ შეხვედრებს, ზედიზედ გამოვდივარ სიტყვებით, თანაც ხანგრძლივად... ვინც მისმენს, განცვიფრებულები არიან და მეუბნებიან, რა მაგარი სიტყვით გამოხვედიო, მე კი არც ვიცოდი, თუ გამოსვლა მომიწევდა, ამიტომ მაგარი იმპროვიზაციები გავაკეთე. თქვენ გგონიათ ამას მძინარე ჯო გააკეთებდა? არა მგონია. არადა, ძალიან მაგრად გამომივიდა, წინასწარ არც მოვმზადებულვარ (...)
- როგორ გესმით ვლადიმერ პუტინის ლოგიკა? თქვენ მას ხომ უთხარით - დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან და დაბომბვები შეწყვიტეთ. მან კი არ შეწყვიტა, სტამბოლში არ ჩასულა და მოლაპარაკების მაგიდასთანაც არ დამჯდარა. რა ხდება? რას უზამთ პუტინს?
- იცით, მთლად ეგრეც არ არის. იგი თითქოსდა მოლაპარაკებაში მონაწილეობს - ისე, ირიბად, მაგრამ რუსეთის დელეგაცია იმას აკეთებს, რასაც ის ეტყვის. სტამბოლის შეხვედრა ხომ მისი ინიციატივა იყო.
საერთოდ კი - ვხედავ, რომ ჩემი და პუტინის გარეშე არანაირი შეთანხმება არ გამოვა. მოლაპარაკებაზე ძალიან დიდი სიძულვილი მეფობს.
თქვენ იცით, რომ მე ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვილაპარაკებთ, ამისათვის აუცილებელია ჩვენ ერთმანეთს შევხვდეთ და ვფიქრობ, ასეც იქნება.
უკვე ყელში ამომივიდა ჩემი სპეცწარმომადგენლებისა და დესპანების მუდმივი აქეთ-იქით სიარული და შეხვედრები... ვფიქრობ, რომ ერთადერთი ვარ, რომელიც ამ საქმეს მოუვლის. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით და ყველაფერს გადავწყვეტთ.
ვატყობ, რომ პუტინი დაღლილია ამ ომისგან. ძველებურად აღარ გამოიყურება. არადა, მას უყვარს ხოლმე, რომ კარგად გამოიყურებოდეს. არ დაგავიწყდეთ - მისი ვარაუდით, უკრაინასთან ომი ერთ კვირაში დასრულდებოდა. მისი ტანკები რომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე [გაზაფხულის] ტალახში არ ჩავარდნილიყვნენ, რუსები კიევს ხუთ საათში დაიკავებდნენ. სხვათა შორის, ვინ მისცა უკრაინელებს „ჯაველინები“? თქვენ გგონიათ, რომ ბარაკ ობამამ? არა, დონალდ ტრამპმა მისცა!
- შეიცვალა თუ არა თქვენი ხედვა პრობლემი მიმართ? ხომ არ ფიქრობთ იმას, რომ ვლადიმერ პუტინი ომის მშვიდობით დასრულებისათვის დაბრკოლება გახდა?
- მე ვოლოდიმირ ზელენსკისთან მკაცრი დავა მომიხდა - იმიტომ, რომ არ მომეწონა, რაც მან თქვა. იგი კარგად ვერ მიხვდა ჩემს ნათქვამს. მე მას სრულიად გულწრფელად ვუთხარი, რომ კოზირები არ გაქვს-მეთქი. დიახ, გულადი ხარ, მაგარი ტექნიკა გაქვს, მაგრამ შენ ურიცხვი რაოდენობის მქონე არმია გიპირისპირდება-მეთქი. (...)
- რატომ არ უცხადებთ რუსეთს დამატებით სანქციებს?
- აუცილებლად შემოვიღებ, თუ ვერ მოვილაპარაკებთ - როცა ერთმანეთს შევხვდებით. რუსეთი ჩემს სანქციებს ვერ გაუძლებს და გაისრისება. მის ეკონომიკას ცუდი დღეები ელოდება - ნავთობი ძალიან გაიფდა.
- ეს ომში გარდატეხას გამოიწვევს?
- ჯო ბაიდენს არაფერი არ ესმოდა, უუნარო იყო. მას საომარი მომქმედებები არ აინტერესებდა. იგი პუტინს სიტყვებით ემუქრებოდა, საქმით კი არაფერს აკეთებდა. მისი პრეზიდენტობის დროს ნავთობის ფასი 100 დოლარამდე იყო და პუტინი ფულს ნიჩაბით ხვეტდა. მე კი ნავთობი გავაიაფე და პუტინის სავაჭრო ფარდული დავხურე.