უკრაინაში რუსების მორიგ თავდასხმას ემსხვერპლა ქალი, რომელიც 4 წლის ვაჟს გადაეფარა - "ის ფოტოგრაფი იყო" - კვირის პალიტრა

უკრაინაში რუსების მორიგ თავდასხმას ემსხვერპლა ქალი, რომელიც 4 წლის ვაჟს გადაეფარა - "ის ფოტოგრაფი იყო"

18 მა­ი­სის ღა­მეს რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნას "შა­ჰი­დის" ტი­პის დამ­რტყმე­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტით შე­უ­ტია. თავ­დას­ხმის შე­დე­გად კი­ე­ვის ოლ­ქში 27 წლის ანა ეფი­მენ­კო და­ი­ღუ­პა.

UNITED24Media-ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ქალი სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლით 4 წლის ვაჟს, მარკს გა­და­ე­ფა­რა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ანას­თვის სა­სიკ­ვდი­ლო აღ­მოჩ­ნდა. ბავ­შვი ასე­ვე და­იჭ­რა და ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს."27 წლის ანია სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლით და­ფა­რა 4 წლის ვაჟს, მარკს. ის მოკ­ლეს. მარ­კი გა­დარ­ჩა, მაგ­რამ თვა­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო და ამ­ჟა­მად მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის. მისი ბე­ბია და ბა­ბუა ასე­ვე და­შავ­დნენ და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რჩე­ბი­ან", - ნათ­ქვა­მია შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში.

და­ღუ­პუ­ლი ქალი ფო­ტოგ­რა­ფი იყო.

ანას მე­უღ­ლე და მარ­კის მამა, სერ­გეი უკ­რა­ი­ნას იცავს. სამ­ხედ­რომ გა­ნა­ცხა­და, რომ გარ­დაც­ვლილ ქალ­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი ცე­რე­მო­ნია ხვალ, 20 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა.

წყარო