აჩი არველაძე რონალდინიოსთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო საქართველოს სტუმრობდა. ცნობილ სპორტსმენთან ფოტოების გადაღების შესაძლებლობა ძალიან ცოტას ჰქონდა, აჩი არველაძისგან განსხვავებით, რომელმაც ფოტოები "ინსტაგრამზე" განათავსა.
ინფორმაციისთვის, კატალონიური გრანდი საქართველოს დედაქალაქში ზუსტად 10 წლის შემდეგ დაბრუნდა. ვეტერანთა ამხანაგურ მატჩს, GEO 11-ისა და Barça Legends-ის შეხვედრას 16 მაისს "დინამო არენამ" უმასპინძლა. თბილისში, „დინამო არენაზე“ ესპანური საფეხბურთო გრანდის ლეგენდების გუნდმა საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები 3:1 დაამარცხა. „ოქროს ბურთის“ მფლობელმა რონალდინიომ მოედანზე 80 წუთი გაატარა და არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა.