რას ამბობს ლეგენდარული თენგიზ სულაქველიძე მარადონაზე, კარიერასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს ლეგენდარული თენგიზ სულაქველიძე მარადონაზე, კარიერასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე?

“პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვიუ“ - „და­უს­ვი შე­კი­თხვა“ - ambebi.ge-ს სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლევთ, შე­კი­თხვა და­უს­ვათ თქვენ­თვის სა­სურ­ველ და სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­ულ რეს­პონ­დენტს. შე­კი­თხვის დას­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია ambebi.ge-ს კო­მენ­ტა­რე­ბის ველ­ში ან ambebi.ge-ს „ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე“.

ამ­ჯე­რად თქვენს დას­მულ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა ვე­ტე­რან­მა ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა, ლე­გენ­და­რულ­მა თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძემ.

გთა­ვა­ზობთ გა­და­ცე­მი­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს. სრუ­ლად გა­და­ცე­მის ნახ­ვა კი შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ 44 წელი გა­ვი­და იმ ლე­გენ­დად­ქ­ცე­უ­ლი მატ­ჩი­დან, რო­დე­საც თბი­ლი­სის „დი­ნა­მომ“ თასე­ბის თასი მო­ი­გო. რა თა­რი­ღია ეს თქვენ­თვის?

და­ვი­თი

- იქამ­დე ასე­თი გა­მარ­ჯვე­ბა არც ქარ­თველ ფეხ­ბურ­თე­ლებს და არც ქარ­თულ საკ­ლუ­ბო გუნდს არ რგე­ბია. მეც იმ წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე ვარ და იმ დიდ გა­მარ­ჯვე­ბა­ში ჩემი პა­ტა­რა წვლი­ლი მი­მი­ძღვის. ყვე­ლა­ნი ვა­მა­ყობთ იმით, რომ თბი­ლი­სის „დი­ნა­მომ“ 1981 წელს ამ­ხე­ლა ევ­რო­პის თასი მო­ი­პო­ვა. მა­შინ ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნატ­ში გე­თა­მა­შა და ასე­ვე იმ დიდ ჩემ­პი­ო­ნატ­ში, რო­გო­რიც ევ­რო­პის შე­სარ­ჩე­ვი ტურ­ნი­რი იყო. თან მო­გე­გო.

მინ­და, მად­ლო­ბა ვუ­თხრა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო იმ ტურ­ნირ­ში. მე, თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე ბედ­ნი­ე­რი კაცი ვარ, რომ ამა­ში წვლი­ლი მი­მი­ძღვის.

- რის და ვის დამ­სა­ხუ­რე­ბად მი­იჩ­ნევთ იმას, რომ 1981 წელს ასეთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია თბი­ლი­სის „დი­ნა­მომ“?

ბესო

- უპირ­ვე­ლე­სად დიდი წვლი­ლი მწვრთნელს, ნო­დარ ახალ­კაცს მი­უ­ძღვის, რად­გან უკარ­გე­სი მწვრთნე­ლი გვყავ­და, ძა­ლი­ან მა­გა­რი პი­როვ­ნე­ბა. გუნდს ჰყავ­და ასე­ვე მწვრთნე­ლე­ბის შტა­ბი - გივი ნო­დია, ხერ­გო კუ­ტი­ვა­ძე, კახი ასა­თი­ა­ნი, ექი­მი - ზა­ქა­რია თე­ლია, - დიდი ჯგუ­ფი იყო. უდი­დე­სი ღვაწ­ლი აქვთ ფეხ­ბურ­თე­ლებს - დათო ყი­ფი­ანს, საშა ჩი­ვა­ძეს, ვოვა გუ­ცა­ევს, რა­მაზ შენ­გე­ლი­ას, თა­მაზ კოს­ტა­ვას და მთლი­ა­ნად მთელ გუნდს. წაიკითხეთ ვრცლად