ინვესტიცია ზღვისპირა უძრავ ქონებაში - მომგებიანი და გრძელვადიანი სტრატეგია
ზღვის პირას მდებარე უძრავი ქონება ტრადიციულად ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და მომგებიან ინვესტიციად მიიჩნევა. საქართველოში და კერძოდ ბათუმში კი, ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინო ბოლო წლებში გახდა, როცა ქალაქი რეგიონის უმნიშვნელოვანეს ტურისტულ და საინვესტიციო ცენტრად იქცა. მზარდი საერთაშორისო ინტერესი, ინფრასტრუქტურული პროექტები და ტურისტული ნაკადების სტაბილური ზრდა ბათუმის ზღვისპირა უძრავ ქონებას ფასდაუდებელ ღირებულებას ანიჭებს, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეული ინვესტორებისთვის.
დღესდღეობით განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას შავი ზღვის სანაპიროს პირველ ხაზზე მდებარე პრემიუმ კლასის კომპლექსები იპყრობს, გამომდინარე იქიდან, რომ მათში მნიშვნელოვანი საინვესტიციო უპირატესობებია თავმოყრილი - ისეთი, როგორიცაა: სტაბილური შემოსავალი და უძრავი ქონების ღირებულების მუდმივი ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.
ლოკაციის გავლენა უძრავი ქონების ღირებულებაზე
საყოველთაოდ ცნობილია, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ობიექტის ღირებულებას სამი უმთავრესი ფაქტორი განსაზღვრავს: „ლოკაცია, ლოკაცია და კიდევ ერთხელ ლოკაცია’’ - ეს ასპექტი განსაკუთრებით საგულისხმოა ზღვასთან ახლოს მდებარე ობიექტებთან მიმართებით, რადგან აქ არსებული უძრავი ქონება დაახლოებით 30-50%-ით უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე იდენტური პარამეტრების მქონე, მაგრამ ზღვიდან დაშორებული ალტერნატივები.
ზღვისპირა მდებარეობა ასევე მნიშვნელოვნად ზრდის გაქირავების პოტენციალს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბათუმში, ზღვის პირველ ხაზზე მდებარე აპარტამენტები ზაფხულის სეზონზე 90%-იანი დატვირთვით მუშაობს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ქალაქის ცენტრში მდებარე ანალოგიური ფართის მქონე კერძო საკუთრების შემოსავლიანობას. ეს კი პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ მფლობელებს, რომლებმაც თავის დროზე უპირატესობა ლოკაციას მიანიჭეს, ინვესტირებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის დაბრუნება ბევრად მალე შეუძლიათ.
აპარტამენტები ბათუმში - ინვესტიცია თუ საცხოვრებელი?
ბათუმი, როგორც საქართველოს მეორე უდიდესი ქალაქი და შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრი, უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა როგორც საცხოვრებლად, ისე ინვესტიციისთვის. ზღვის პირველ ხაზზე მდებარე აპარტამენტები ბათუმში კი, საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, ვინც სეზონურ დასასვენებელ სახლთან ერთად, სტაბილური შემოსავლის წყაროს ეძებს.
მიმდინარე ტენდენციებიდან გამომდინარე, ბათუმში აპარტამენტების ფასები ყოველწლიურად საშუალოდ 10-15%-ით იზრდება. ეს ზრდა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ისეთ პრემიუმ სეგმენტში, როგორიცაა მაგალითად ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე ,,ჰორიზონტ ბათუმის’’ პროექტები, სადაც კომფორტული ცხოვრებისა და მაღალი შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი გარანტი სწორედ იდეალური სტრატეგიული მდებარეობაა.
რა უპირატესობა აქვს ზღვისპირა ლოკაციას?
სეზონური გაქირავების მაღალი პოტენციალი - ტურისტულ სეზონზე, განსაკუთრებით მაისიდან ოქტომბრამდე, ზღვისპირა აპარტამენტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატება მიწოდებას. ეს საშუალებას აძლევს მესაკუთრეებს საკმაოდ მცირე ხანში მაქსიმალური შემოსავალი მიიღონ.
უძრავი ქონების ღირებულების სტაბილური ზრდა - ზღვის პირას მდებარე უძრავი ქონების ფასი წლიდან წლამდე იზრდება, ეს კი განხორციელებული ინვესტიციის სტაბილურობისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
ინფრასტრუქტურული განვითარება - ბათუმში, და განსაკუთრებით ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, მუდმივად უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, რაც ქონების ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის.
მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობა - ზღვისპირა აპარტამენტები ბათუმში იდეალური ვარიანტია, როგორც დასასვენებლად, ისე გასაქირავებლად.
ამ კუთხით, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე, განსაკუთრებით გამოირჩევა ,,ჰორიზონტ ბათუმის’’ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსები. მსგავსი თანამედროვე კონცეფციის პროექტები არა მხოლოდ უზრუნველყოფენ კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს, არამედ სთავაზობენ მფლობელებს პრემიუმ კლასის სრულ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის გაქირავების პოტენციალსაც.
ელიტური საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში - კომფორტისა და პრესტიჟის სინთეზი
დღეს ელიტური საცხოვრებელი კომპლექსების განვითარება ბათუმში ახალ ეტაპზე გადავიდა, სადაც თანამედროვე არქიტექტურა და უმაღლესი დონის სერვისი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. მაგალითად, ,,ჰორიზონტ ბათუმის’’ თითოეული საცხოვრებელი კომპლექსი ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებასა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზეა ორიენტირებული, რადგან მწვანე მშენებლობის პრინციპები არა მხოლოდ იცავს გარემოს, არამედ ამცირებს შენობის ექსპლუატაციის ხარჯებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
გარდა ამისა, ,,ჰორიზონტ ბათუმის’’ თითოეული პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ და გასართობ სივრცეებსაც, რაც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, მიიღონ სასურველი სერვისი ერთ ლოკაციაზე. ამასთან, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მსგავს საცხოვრებელ კომპლექსებში მდებარე აპარტამენტებზე მოთხოვნა და შესაბამისად მათი ფასიც, ყოველწლიურად იზრდება - ეს კი მაღალი უკუგების განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
ზღვისპირა უძრავი ქონება როგორც სტრატეგიული ინვესტიცია
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ზღვისპირა უძრავი ქონება, თანაც ისეთ სწრაფად განვითარებად ტურისტულ ცენტრში, როგორიც ბათუმია, სტრატეგიული ინვესტიციისთვის იდეალურ შესაძლებლობას იძლევა, რადგან ზღვის პირველ ხაზზე მდებარე აპარტამენტები განსაკუთრებულად მაღალი ლიკვიდურობით გამოირჩევა.
თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები კი, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზე პრემიუმ კლასის მახასიათებლებსა და სტრატეგიულ მდებარეობას აერთიანებს, მდგრად და მზარდ სექტორში კაპიტალის დასაბანდებლად შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული ასეთი წარმატებული პროექტის საფუძველს ქმნის პროფესიონალი სამშენებლო კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია არა მხოლოდ მშენებლობის ხარისხზე, არამედ იმ მრავალმხრივ სერვისზე, რომელიც მყიდველის ინტერესებზეა მორგებული.
თანამედროვე კვლევები ცხადყოფს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად იზრდება ზღვისპირა უძრავი ქონების ღირებულება ყოველწლიურად, აღნიშნულ სეგმენტზე მუდმივად ფიქსირდება სტაბილური მოთხოვნა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მყიდველების მხრიდან - ეს კი კიდევ უფრო მეტად აძლიერებს თქვენი კერძო საკუთრების სტაბილურობასა და მდგრადობას გარე ეკონომიკური რყევების ფონზე.
ბათუმი - ერთ ქალაქში თავმოყრილი უნიკალური პერსპექტივები
საბოლოო ჯამში, ბათუმს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის ქალაქის მზარდი საერთაშორისო ცნობადობა და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ურბანულ გარემოს და აძლიერებს ტურისტულ პოტენციალს. მათთვის კი, ვინც შავიზღვისპირეთში სტაბილურ და უსაფრთხო ინვესტიციას ეძებს, განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს ქმნის მოქნილი სამართლებრივი ჩარჩო და გარიგების გამჭვირვალე მექანიზმები.
დაბოლოს, თანხის იმ პროექტებში ინვესტირება, რომლებსაც მომხმარებელს „ჰორიზონტ ბათუმი’’ სთავაზობს, წარმოადგენს არა მხოლოდ ფინანსურად გონივრულ გადაწყვეტილებას, არამედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების რეალურ შესაძლებლობასაც მათთვის, ვინც საუკეთესო ზღვისპირა საცხოვრებელს შთამბეჭდავი პანორამული ხედებითა და პრემიუმ კლასის მომსახურებით ეძებს.
(R)