რა მოხდა ქუთაისი-ბათუმის მატარებელზე?! - "საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

რა მოხდა ქუთაისი-ბათუმის მატარებელზე?! - "საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში ტექნიკური პრობლემის გამო გაჩერდა და სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, პრობლემა აღმოფხვრილია და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია.

„20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. აქვე განვმარტავთ - მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"