წარმოუდგენელი ამბავი ! პირველი ქართველი ქალი ევერესტზე ! - ვინ არის ალინა გამსახურდია და რას წერს სოციალურ ქსელში?
ალინა გამსახურდიამ ევერესტი დაიპყრო. მსოფლიოს უმაღლეს წერტილზე ის 18 მაისს, ნეპალის დროით დილის 09:10 საათზე ავიდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გამსახურდიამ გაავრცელა.
2025 წლის 18 მაისს, ნეპალის დროით 9.10 საათზე, ვიდექი პლანეტის უმაღლეს წერტილზე, ევერესტზე და მთელი პლანეტა გაიხსნა ჩემთვის. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, რომლის გზაზე მე გავხდი პირველი ქართველი ქალი ისტორიაში, ვინც ევერესტზე ავიდა.ჯერ ვერ ვაცნობიერებ, ვერ ვხვდები, ვერ ვახერხებ. თითქოს პარალელურ რეალობაში ვარ ჯერჯერობით"- წერს ალინა გამსახურდია სოციალურ ქსელში.