"მარიამ კუბლაშვილს ბელას მონახულების უფლება მისცეს..." - ახალი დეტალები ბრიტანელი გოგონას საქმეზე
18 წლის ბელა მეი კალი, რომელსაც ოჯახი 5 მაისის შემდეგ ტაილანდში ეძებდა, პოლიციამ თბილისის აეროპორტში 11 მაისს დააკავა. ერთი დღის შემდეგ, შრი-ლანკის პოლიციამ 21 წლის შარლოტა ლი 1.2 მილიონი ფუნტის ღირებულების ნარკოტიკების კონტრაბანდის მცდელობისას დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი ორი ჩემოდანი 46 კგ სინთეტიკური კანაფის შტამით იყო სავსე, რომელიც კუშის სახელით არის ცნობილი და ოპიოიდურ ფენტანილზე 25-ჯერ უფრო ძლიერია.
ბრიტანელი პატიმრების საქმეებში კი უჩვეულო მსგავსება გამოიკვეთა: ორივე მათგანმა გამგზავრებისთვის ერთი და იგივე აეროპორტი გამოიყენა. ისინი ბანგკოკის სუვარნაბჰუმის აეროპორტიდან მარტო გაფრინდნენ. ორ საქმეს შორის პოტენციური კავშირი, სავარაუდოდ, საქართველოსა და შრი-ლანკის ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიების ნაწილი იქნება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმა, დაკავებამდე მათ ოჯახი წევრებს განუცხადეს, რომ უცნობ მამაკაცთან შეხვედრას გეგმავდნენ. წაიკითხეთ ვრცლად