გერმანიის კანცლერის მნიშვნელოვანი განცხადება - "მზად ვართ ნატო-ს ტერიტორია ნებისმიერი აგრესიისგან დავიცვათ" - კვირის პალიტრა

გერმანიის კანცლერის მნიშვნელოვანი განცხადება - "მზად ვართ ნატო-ს ტერიტორია ნებისმიერი აგრესიისგან დავიცვათ"

გერმანია მზად არის ნატო-ს ტერიტორია ნებისმიერი აგრესიისგან დაიცვას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიის კანცლერი ვილნიუსში ჩავიდა, სადაც დღეს ლიეტუვაში გერმანიის 45-ე ჯავშანსატანკო ბრიგადის განთავსების აღსანიშნავად ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

„რუსეთის აგრესიული რევიზიონიზმის ფონზე, ბალტიისპირეთში ვითარება დაძაბულია, რაც ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ევროპამ ევროპისთვის უფრო მეტი იარაღი უნდა აწარმოოს“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

მისი თქმით, ლიეტუვას შეუძლია გერმანიის იმედი ჰქონდეს.

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ფრიდრიხ მერცს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გერმანიის ჯავშანსატანკო ბრიგადის განლაგება გერმანიის მზადყოფნას ადასტურებს, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგი დაიცვას.

"ინტერპრესნიუსი"