მსოფლიოში ცნობილი დეტექტივი სოხუმის თეატრის სცენაზე - კვირის პალიტრა

მსოფლიოში ცნობილი დეტექტივი სოხუმის თეატრის სცენაზე

1912 წელი... ძველი თბილისი... ერთ საღამოს, მდიდარი და წარმატებული ოჯახის ვახშამს, უცნობი ინსპექტორის ვიზიტი არღვევს. დაკითხვა, თითქოს უბრალო თვითმკვლელობის საქმით დაწყებული, მალევე ღრმა ფსიქოლოგიურ და მორალურ გამოძიებად იქცევა. ინსპექტორი ნაბიჯ-ნაბიჯ აშიშვლებს ოჯახის წევრების პასუხისმგებლობას - ერთი ახალგაზრდა ქალის ტრაგედიაში. ეს არის დრამა სინდისზე, სოლიდარობასა და იმაზე, თუ როგორ მოქმედებს თითოეული ჩვენგანის ქცევა სხვათა ბედისწერაზე.

11 ივნისს, 20:00 საათზე, სოხუმის კინსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, წარმოგიდგენთ რეჟისორ დავით საყვარელიძის სპექტაკლს „სტუმარი“.

21-1747913767.jpg

(ჯონ ბოინტონ პრისტლის პიესის „ინსპექტორის ზარის“ მიხედვით)

ადაპტაცია: ლაშა იმედაშვილი

ერთმოქმედებიან დეტექტივში მონაწილეობენ: ლილი ხურითი, ბადრი ბეგალიშვილი, მერაბ ყოლბაია, გიორგი ყორღანაშვილი, ნათია ჩიკვილაძე, ნიკოლოზ წერედიანი, ნათია ბუნტური.

„ჯონ ბოინტონ პრისტლის ეს კლასიკადქცეული ნაწარმოები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად განხორციელებულ დადგმებს შორისაა. არსებობს პიესის არაერთი წარმატებული ეკრანიზაციაც. ეს პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ პიესაში დასმული პრობლემები და გამოწვევები მარადიულია და ყველა დროსა თუ სივრცეში გვხვდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩვენ გადავწყვიტეთ პიესის მოქმედების დრო და ადგილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში გადმოგვეტანა და ამით, ქართველი მაყურებლისთვის ინგლისში მომხდარი ამბავი უფრო გასაგები გაგვეხადა. პიესაში დასმულ პრობლემებს ეპოქალურმა ცვლილებებმა ვერაფერი დააკლო. ეს პრობლემები დღესაც არსებობს და ისინი მხოლოდ ლოკალური ხასიათის არ არის, შეიძლება ითქვას - ზოგადსაკაცობრიოა. ჩვენც სწორედ იმ საკაცობრიო პრობლემების გაცხადება გვსურს, რომელიც ქართულ რეალობაშიც მრავლადაა“ - ნათქვამია ინფორმაციაში წარმოდგენის შესახებ.

სპექტაკლი დაფინანსებულია ქალაქ თბილისის მერიის მიერ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, საიტზე TKT.GE | https://tkt.ge/show/9909/stumari

სოხუმის თეატრის მისამართია: დ. უზნაძის ქ. N68