"ორი წელი ვიყავით ერთად, მერე გავიყარეთ...გან­შო­რე­ბა ნა­წი­ლობ­რივ დაგ­ვეხ­მა­რა იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის მო­ვე­დით" - რა არის ცნობილი ზურაბ ჯაფარიძის პირად ცხოვრებაზე - კვირის პალიტრა

"ორი წელი ვიყავით ერთად, მერე გავიყარეთ...გან­შო­რე­ბა ნა­წი­ლობ­რივ დაგ­ვეხ­მა­რა იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის მო­ვე­დით" - რა არის ცნობილი ზურაბ ჯაფარიძის პირად ცხოვრებაზე

სულ რა­ღაც ერთი სა­ა­თის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" წევ­რის, ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძის­თვის მა­ნამ­დე შე­ფარ­დე­ბუ­ლი 20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო პა­ტიმ­რო­ბით შეც­ვა­ლა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი შვან­გი­რა­ძემ მი­ი­ღო, რი­თაც და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა. ჯა­ფა­რი­ძე სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს, ხოლო მისი საქ­მის გან­ხილ­ვა არ­სე­ბით ეტაპ­ზე გა­და­ვი­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე უკავ­შირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბა­სა და წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას. ცნო­ბი­ლია, რომ ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე არ გა­მო­ცხად­და აღ­ნიშ­ნულ კო­მი­სი­ა­ზე, რის შემ­დე­გაც იგი ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად მა­გის­ტრატ მო­სა­მარ­თლეს­თან და­ი­ბა­რეს და ბრალ­დე­ბაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნეს. მა­ნამ­დე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლი, რომ­ლი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, გუ­ლის­ხმობს "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას" და ით­ვა­ლის­წი­ნებს სას­ჯე­ლის სა­ხით ჯა­რი­მას ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ერთ წლამ­დე ვა­დით, ასე­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას სამ წლამ­დე ვა­დით.

და­კა­ვე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, პო­ლი­ტი­კოს­მა "ნეტ­გა­ზეთ­თან" ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, თუ რო­გორ მი­ი­ღო სა­ვა­რა­უ­დო და­კა­ვე­ბის ამ­ბა­ვი მის­მა ოჯახ­მა:

"შვი­ლებს დი­ლას ვე­ლა­პა­რა­კე უკვე და და­ვემ­შვი­დო­ბე... ოჯახ­ში მძი­მედ მი­ი­ღეს [სა­ვა­რა­უ­დო და­კა­ვე­ბა]. მე­უღ­ლე გამ­ძლე მყავს, პა­ტა­რას გა­უ­ჭირ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად. 7 წლი­საა და რა­ღა­ცე­ბის ახ­სნა რთუ­ლია. არას­დროს ვა­ტყუ­ებ, ვე­ცა­დე ამეხ­სნა, მაგ­რამ მა­ინც არ ეს­მის, ჯერ­ჯე­რო­ბით რა ხდე­ბა მის თავს... აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც დღეს აქ მო­ვი­და, დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი..."

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს მე­უღ­ლე, ნატა ქო­რი­ძე და სამი შვი­ლი ჰყავს. დღეს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში პო­ლი­ტი­კო­სი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­მო­ცხად­და, რისი ამ­სახ­ვე­ლი ემო­ცი­უ­რი კად­რე­ბიც მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვრცელ­დე­ბო­და.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე AMmbebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებ­და მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ის­ტო­რი­ას:

"ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე - ნატა ქო­რი­ძე 1999 წელს გა­ვი­ცა­ნი. ისე მოხ­და, რომ ჩვენ ორი წელი ვი­ყა­ვით ერ­თად, მერე გა­ვი­ყა­რეთ და ჩვენ-ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა გვქონ­და. 2012 წელს ისევ გა­და­ვიკ­ვე­თეთ ერ­თმა­ნეთ­თან, დავ­ქორ­წინ­დით და სამი შვი­ლიც გვე­ყო­ლა... შე­იძ­ლე­ბა ასეც ით­ქვას, რომ გან­შო­რე­ბა ნა­წი­ლობ­რივ დაგ­ვეხ­მა­რა იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის მო­ვე­დით... ნატა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მა­გის­ტრია, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი... ვცდი­ლობ, რო­გორც კი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მო­მიჩ­ნდე­ბა, ეგ­რე­ვე სახ­ლში გა­ვიქ­ცე... თუმ­ცა მა­ინც მაქვს მათ­თვის კვი­რა დღე გა­და­დე­ბუ­ლი, ვა­ხერ­ხებ დიდი ნა­წი­ლი და­ვუთ­მო ბავ­შვებს და მთე­ლი ოჯა­ხი ვსე­ირ­ნობთ." წაიკითხეთ ვრცლად